in

გახდი #მწვანემომხმარებელი – ახალი კამპანია ნარჩენების შემცირებაზე

მწვანე მომხმარებელინარჩენის შემცირება, სუფთა გარემოს შექმნა და მომხმარებლის ჩვევის შეცვლა, ახალი კამპანიის „მწვანე მომხმარებელი“-ს მთავარი მიზანია, რომელიც პროგრამამ „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ სულ ახლახანს წამოიწყო. კამპანია ფოტო კონკურსის  ფორმატში მიმდინარეობს და მასში მონაწილეობის მიღება 13 წლის ზემოთ, საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია.

#‎მწვანემომხმარებელი ზრუნავს გარემოზე, მისი მომხმარებლური ჩვევები „მწვანე“ ხასიათისაა. მაგალითად, მწვანე მომხმარებელი არ იყენებს პოლიეთილენის პარკს, ის საყიდლებზე დადის ნაჭრის ჩანთით და არ ყიდულობს პროდუქტს, რომელიც ბევრ ნარჩენს წარმოშობს.

კამპანიის მიმდინარეობისას აუცილებელია მოიფიქრო რჩევა, როგორ გახდე „მწვანე“ მომხმარებელი, გადაიღო შესაფერისი ფოტო, ატვირთო Facebook-ზე საჯაროდ, და აუცილებლად დაურთო #‎მწვანემომხმარებელი, რათა სხვამაც მოგბაძოს.

ფოტო უნდა იყოს მინიმუმ 3MB მოცულობის, თუმცა მათი ატვირთვის რაოდენობა ერთ ადამიანზე შეზღუდული არაა.

ფოტოები შეფასდება რჩევების კრეატიულობით, საუკეთესოები გამოიფინება 28 სექტემბერს – მწვანე მომხმარებლის საერთაშორისო დღეზე, ხოლო გამარჯვებულს გადაეცემა „მწვანე“ პრიზი.

მოკლე ინფორმაცია პროგრამის შესახებ:

პროგრამა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ (WMTR) 2014 წლის 18 მარტს დაიწყო. მას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს ქალაქებისა და საგრაფოების მართვის საერთაშორისო ასოციაცია (ICMA) ადგილობრივ  ქვეკონტრაქტორ ორგანიზაცი CENN–თან თანამშრომლობით.

პროექტი ხელს უწყობს საქართველოს ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს ნარჩენების მართვის მართებული სისტემის ჩამოყალიბებაში საქართველოს ორ სამიზნე რეგიონში – კახეთსა და აჭარაში. პროგრამის მიზანია, შერჩეულ მუნიციპალიტეტებში განხორციელდეს პილოტური ღონისძიებები ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ნარჩენების მავნე ზემოქმედებისა და ნაგავსაყრელებიდან სათბური აირების შესამცირებლად.

ისთ ფოინთი ეძებს მერს! #არჩევნები2016

Facebook უსინათლოებისთვის ადაპტირდება