in ,

გახდი ”ოსტატი და მარგარიტას” მისტიკური სამყაროს ერთ–ერთი პერსონაჟი Google–თან ერთად

შეიძლება ამის შესახებ ჯერ არც კი იცით, მაგრამ არის ალბათობაა იმისა, რომ თქვენი ხმა, რომელიმე ლიტერატურულ პერსონაჟს საკუთარივით მოერგოს. Google–ს კითხვის მოყვარულებისთვის ძალიან სასიამოვნო სურპრიზი აქვს. კომპანიამ სააგენტო SLAVA–სთან თანამშრომლობით, 2014 წელს დაწყებული კამპანია განაახლა, რომელიც ცნობილი ნაწარმოებების ონლაინ კითხვას გულისხმობს. მაშ ასე, ლიტერატურის მოყვარულებო, მზად ხართ აღმოაჩინოთ მიმალული მხატვრული კითხვის ნიჭი?!

პროექტი პირველად 2014 წელს განხორციელდა და მისი თემა ლევ ტოლსტოის “ანა კარენინა” იყო. ნაწარმოები პირდაპირ ეთერში დაახლოებით 700–მდე მოხალისემ 30 საათის განმავლობაში წაიკითხა.

2016 წელს პროექტი განახლდა და ახლა Google მსურველებს შეუდარებელი ბულგაკოვის მისტიკურ სამყაროში მოგზაურობას სთავაზობს კატა ბეჰემოთთან, აზაზელოსთან და “ოსტატი და მარგარიტას” სხვა გამორჩეულ პერსონაჟებთან ერთად.

 

პროექტის ახალი ეტაპი “ოსტატი და მარგარიტა. მე იქ ვიყავი” 11 და 12 ნოემბერს გაიმართება. იმისთვის, რომ იღბლიან მკითხველთა სიაში მოხვდეთ, აუცილებელია კასტინგის გავლა. გარდა ამისა, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, ჩათის საშუალებით პირადად გაესაუბრონ ნაწარმოების პერსონაჟებს.

სპეციალურად კამპანიისთვის, Google–მა წამახალისებელი ვიდეორგოლიც გამოუშვა, რომელშიც კატა ბეჰემოთი და კაროვიევი მსურველებს ჩათში საუბრისკენ და ერთობლივ კითხვაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. საოცარია, ბეჰემოთის ხმა ნამდვილად ისეთია, როგორსაც ნაწარმოების კითხვისას წარმოიდგენდით. ვინ იცის, იქნებ, ასე შეიძლება მოუხდეს თქვენი ხმა რომელიმე გამორჩეულ პერსონაჟს?!

Spotlight 2016 შედგა! დარბაზის რჩეული ალექსანდრე კაცმანი გახდა!

Adidas-მა ფეხსაცმლის უჩვეულო წყვილი გამოუშვა, სპეციალურად, პარასპორტსმენებისთვის