in

გახდი და შეინარჩუნე კრეატიულობა!

left-brain-right-brain-creativity-400x294 იპოვეთ შთაგონების წყარო

ბევრისთვის ძალიან ნაცნობრი რჩევაა, მაგრამ ცოტა თუ ითვალისწინებს. შთაგონება და სტიმული შეიძლება მუსიკისგან, ადამიანებისგან ან ბუნებისგან მიიღოთ, შეიძლება შთაგონების წყარო სრულიად არაორდინალური ნივთი იყოს.

 

შეეცადეთ სრულყოფილებასთან ახლო იყოთ

ადამიანები შთაგონებას “სრულყოფილი” ადამიანებისგან იღებენ.

არაფერი არ არის იმაში ცუდი თუ ვინმეს “მიბაძავთ” და ასე ისწავლით. თქვენი საყვარელი მუსიკის ავტორმაც თავისი შთაგონება მისი საყვარეული კომპოზიტორისგან მიიღო. გამოცდილება მხოლოდ სწავლის შედეგად მიიღება და სწავლა სხვების მაგალითებზე და სხვის გამოცდილებაზეა აგებული.

 

მუდამ კეთების პროცესში…

თქვენ კრეატიულობას მხოლოდ ორი გზა აქვს, ან განვითარდეს, ან მოკვდეს.

თქვენი აზრით რა იყო გადამწყვეტი ფაქტორი ედგარ ალან პოს ცხოვრებაში, როდესაც იგი სახლში მჯდომი უხასიათო ადამიანისგან გენიალურ მწერლად იქცა, რომელიც დღემდე შთაგონების წყაროა მილიონი მკითხველისთის. მან უბრალოდ თავის თავს ძალა დაატანა და წერა დაიწყო…

არც ედისონს გამოუვიდა პირველ ცდაზე ნათურის გამოგონება და არც არავის დაუწყია წარმატებით.

 

 ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას

თქვენი ორგანიზმი მუშაობაში ხელს არ უნდა გიშლიდეთ. ამიტომ მიაქციეთ ყურადღება თქვენს კვებას, ატმოსფეროს სადაც მუშაობთ, შეეცადეთ სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ. ალბათ ეს ყველაფერი უკვე ბევრჯერ გსმენიათ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია.

ტვინის აქტივობა პირდაპირ დამოკიდებულია თქვენს ჯანმრთელობაზე და იმ გარემოზე სადაც ცხოვრობთ და მუშაობთ.

 

მოერიდეთ კრიტიკის მიმართ სერიოზულ დამოკიდებულებას

ეს არ ეხება ჯანმრთელ კრიტიკას რომელიც ძალიან იშვიათია, სამაგიეორდ ყველგან შეგხვდებათ ის ადამიანი ვინც უმიზეზოდ გააკრიტიკებს თქვენს ნამუშევარს და კითხვაზე “რატომ არის ეს ცუდი?” პასუხს ვერ გაგცემთ. არ მიაქციოთ ყურადღება ასეთ ადამიანებს. ყველა გენიალურმა იდეამ კრიტიკას გაუძლო და ისტორიმ იდეა შეინახა და არა კრიტიკოსი.

 

“ბუნების ხმა”- რეკლამაში

ნახეთ როგორ ემზადება თბილისი TBILISI OPEN AIR-ისთვის