in

როგორ გავხდეთ თიბისის მომხმარებელი, ფილიალში მისვლის გარეშე, 90 წამში?

კომპანია მომხმარებლებს კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს

პანდემიურმა წელმა ჩვენს წინაშე ახალი გამოწვევა – დისტანციური სერვისების აქტიური დანერგვა და გამოყენება დააყენა, რასაც ბევრმა კომპანიამ თუ ორგანიზაციამ ეფექტური გადაწყვეტა მოუძებნა. დღეს კი ვისაუბრებთ, როგორ გამოიყენა თიბისი ბანკმა “ონლაინ რეალობა” ინოვაციური იდეის განსახორციელებლად – ადამიანებს შეუძლიათ, თიბისის მომხმარებლები დისტანციურად, სულ რაღაც 90 წამში, გახდნენ!

თიბისი ბანკს აქამდეც არაერთი ციფრული პროექტი განუხორციელებია, რათა მომხმარებლებს დისტანციური კავშირი ჰქონოდათ ბანკთან და სასურველ სერვისებთან. მაგალითად, გაეშვა ციფრული ბარათი, ასევე მნიშვნელოვანი იყო მობაილ და ინტერნეტბანკის სასარგებლო ფუნქციონალების ახსნა უფროსი თაობის ადამიანებისთვის, ვისთვისაც ეს პრობლემას წარმოადგენდა. ახლა კი, თიბისი კიდევ ერთ ციფრულ პროდუქტს გვთავაზობს. 

ამ დრომდე მომხმარებლის რეგისტრაცია და ანგარიშის გახსნის პროცესი მხოლოდ ფილიალიდან იყო შესაძლებელი, აქ.ახლა კი აღნიშნული სერვისი მობაილ ან ინტერნეტბანკიდან მარტივად, სახლიდან გაუსვლელად გახდა ხელმისაწვდომი. ადამიანებს უმოკლეს დროში შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ და ისარგებლონ სასურველი საბანკო მომსახურებით.

M: რატომ და როგორ გაჩნდა ახალი ფუნქციონალის შექმნის იდეა? 

თიბისის ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგის ლიდერი გიორგი ალიბეგაშვილი: პანდემიის დროს, მაშინ, როცა ადამიანებს თავშეყრის ადგილებში მისვლა აეკრძალათ, განსაკუთრებით საჭირო გახდა, მომხმარებლებს შეძლებოდათ, თიბისის მომხმარებლები დისტანციურად გამხდარიყვნენ, ამიტომაც დაახლოებით 6 თვის განმავლობაში ციფრული ბანკის გუნდი მუშაობდა მარტივი მოხმარების ფუნქციონალზე. შედეგად კი ოთხკომპონენტიანი პროცესი მივიღეთ, რომლის დასრულებასაც 90 წამი სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ამ ფუნქციონალით ე.წ, Digital Onboarding-ით, არაერთი წამყვანი ბანკი სარგებლობს მაგალითად: Bank of America, Royal Bank of Canada, U.S. Bank…

M: გარდა იმისა, რომ მომხმარებლები სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ ანგარიშის გახსნას, სხვა რა უპირატესობა აქვს თქვენს ახალ სერვისს?

გიორგი ალიბეგაშვილი: მომხმარებლად რეგისტრაციის დროს ადამიანი ხსნის ელექტრონულ ანგარიშს ციფრული ბარათის სახით, სრულიად უფასოდ. ციფრული ბარათი ფიზიკური ბარათის ციფრული ანალოგია, რომელიც მომენტალურად აქტიურდება და მისი დახმარებით მომხმარებლებს შეუძლიათ, გაანაღდონ თანხა ბანკომატიდან, გადაიხადონ POS ტერმინალებზე და ელ. კომერციაში.

შეიძლება ითქვას, რომ პროდუქტებისა და სერვისების გაციფრულება თიბისის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია – “ჩვენი მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა, ამ მიზნის მისაღწევად კი ციფრული სერვისების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი პრიორიტეტული მიმართულებაც დიდი ხანია სწორედ ეს არის, თუმცა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების კვალდაკვალ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა სერვისების გაციფრულება.”ამბობს გიორგი ალიბეგაშვილი.

ამ მნიშვნელოვან სიახლეს ბანკმა კამპანია მიუძღვნა, რომლის კრეატიულ ნაწილზეც სააგენტო Windfor’s-მა იმუშავა. კამპანიის მთავარი ინსაითი სიმარტივე და სისწრაფეა, 90 წამზე აქცენტირებით. მთავარი ვიდეოს მიზანია მომხმარებლებს მარტივად აუხსნას – ყველას, ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია, გახდეს თიბისის მომხმარებელი მარტივად.

თიბისის სოციალური გვერდის მეშვეობით, საზოგადოება სრულ კამპანიას მალე იხილავს.

ბაკურიანში, პრემიუმ კლასის კომპლექსი „ტერასა ბაკურიანი“ შენდება

საფეხბურთო კლუბი „ბარნლი“ ტალანტებს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მოიძიებს