in

გაზაფხულის საჩუქრები არდელ ქალბატონებს

მარტი არდიში ქალების თვეა და უკვე მრავალი წელია, მათდამი განსაკუთრებული პატივისცემითა და მადლიერებით აღინიშნება. კომპანიაში წლიდან წლამდე ფიქრობენ იმ სიმბოლიკაზე, რომელიც მშვენიერ ქალბატონებს გაზაფხულის მოსვლას გაულამაზებთ და ამაღლებულ განწყობას შეუქმნით. მნიშვნელოვანია საჩუქრების შინაარსი და არდის ფუნდამენტურ ღირებულებებთან კავშირი.

წელს, გაზაფხულის აღსანიშნავად, არდელ ქალებს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი არტისტის, თამარ დე ლეტე ვაჩნაძის ნამუშევრები აბრეშუმზე გადატანილი აქსესუარების სახით გადაეცათ. საჩუქრებისთვის შეირჩა ესკიზების სერია „Sparkling”, რომელიც კრისტიან დიორის მოდის სახლისთვის შეიქმნა და გასულ წელს საქართველოს ხელოვნების სასახლეს ავტორის შთამომავლებისგან საჩუქრად გადაეცა.

„თამარ დე ლეტე, გარდა იმისა, რომ იყო დიდი მხატვარი, იყო დიდი ქართველი და ყოველთვის სურდა, მისი ნამუშევრები გამხდარიყო საქართველოს კუთვნილება. ეს სურვილი მისმა შვილმა შეასრულა და მისი მემკვიდრეობა საქართველოს გადმოსცა. ეს უდიდესი ღირებულების მქონე ნამუშევრები დღეს ხელოვნების სასახლეში ინახება. თამარ დე ლეტე ოცნებობდა, რომ საქართველოსთან მეტი კავშირი ჰქონოდა და მის პასპორტში სიცოცხლის ბოლომდე ეწერა „ლტოლვილი საქართველოდან“. მის ესკიზებში მკაფიოდ იკითხება ქართული კულტურის გავლენა და ნაციონალური სამოსის ელემენტები. არდისთან ერთად, პირველად და ექსკლუზიურად,  ლიმიტირებული რაოდენობით მოხდა თამარ დე ლეტეს ნამუშევრების გადატანა აქსესუარებზე, რომლებიც, თავის მხრივ, სამუზეუმო ექსპონატია. დარწმუნებული ვარ, ის ამ პროექტით ძალიან ბედნიერი იქნებოდა და გაახარებდა იმის ხილვა, რომ ქართველ ქალბატონებს აქვთ საშუალება, მისი ნამუშევრები ასეთი ფორმით მიიღონ საჩუქრად, ატარონ და სილამაზის სიმბოლოდ აქციონ“,აღნიშნა ხელოვნების სასახლის დირექტორმა, გიორგი კალანდიამ.

აღსანიშნავია, რომ არდიში არა მხოლოდ მარტის თვეში, არამედ მუდმივად გამოხატავენ ქალების მიმართ მხარდაჭერას, მადლიერებასა და მოტივაციას. Მათი როლი განსაკუთრებით ღირებული და მნიშვნელოვანია. არდელების 80%-ს სწორედ ქალები წარმოადგენენ და მენეჯერულ რგოლშიც დომინანტური ადგილი უკავიათ.

„მდედრობითი სქესის არდის ძლიერ ფრთად ჩამოყალიბება გამიზნულად არ მომხდარა. ყველაფერი თავისთავად და ბუნებრივად განვითარდა, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ არდის ბევრი თვისება — ჰუმანურობა, ემპათია, გამორჩეული ყურადღებიანობა დეტალებსა და ხარისხზე — იმეორებდა იმ თვისებებს, რომლებსაც არდელი ქალბატონები ყოველდღიურად მასში დებდნენ. ამ საგაზაფხულო პროექტმა, რომელიც მათ მიეძღვნათ მადლიერების ნიშნად, საზოგადოების მხრიდან დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია. ჩვენ ბედნიერი და ამაყი ვართ იმით, რომ შევძელით ამ უნიკალური ნამუშევრების კიდევ ერთხელ გაცოცხლება და 400-მდე ქართველი ქალბატონის სიახლოვეს დავუდეთ ბინა ქართული გენის ამ სილამაზის სიმბოლოებს, რომლებიც მათ მრავალი წლის განმავლობაში დაამშვენებთ. თითოეული ილუსტრაცია განსაკუთრებული, ინდივიდუალური და სიცოცხლის ფერებით სავსეა. გვსურს, არდის ყველა ქალბატონის სახელით უდიდესი მადლობა გადავუხადოთ ხელოვნების სასახლეს ამ უნიკალური ნამუშევრების გაზიარებისა და შესაძლებლობისთვის, რომ ჩვენი წილი შეგვეტანა დიდი ისტორიის მქონე ქართველი ქალბატონის, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის ხელოვნების უკვდავყოფაში“, — აღნიშნა არდის ბიზნესის განვითარების დირექტორმა, თეონა გოდერიძემ.

© მოცემული ესკიზები დაცულია საქართველოს ხელოვნების სასახლეში

[R]

თიბისი პროექტის „ხელოვნური ინტელექტი სკოლაში“ მხარდამჭერია

europop forum: Tales of Play — რა გელით სპორტზე თხრობის ფორუმზე?