in

„გაზარდე შენი ბიზნესი“ – ანუ როგორ შეიქმნა ლიბერთის კამპანია

საქმე ძალიან უნდა გიყვარდეს, იმდენად დიდი ძალისხმევა რომ ჩადო შიგნით, როგორც ამას მცირე ბიზნესის განვითარება საჭიროებს. უამრავი მცირე და დიდი დეტალია გასათვალისწინებელიპროდუქტი და მომსახურება ისეთი უნდა შექმნა, რომელიც ბაზარს სჭირდება, მომხმარებელს ისე უნდა მოექცე, რომ კარგად დაამახსოვრდე და სხვებსაც ურჩიოს შენთან მოსვლა. ლიბერთიმ, სააგენტო ლივინგსტონთან ერთად, სწორედ ასეთი ბიზნესების შესახებ გვიამბო. კამპანია მთავარი გზავნილითგაზარდე შენი ბიზნესიმცირე მეწარმეობასა და სიყვარულით შექმნილ პროდუქტებზე გვიამბობს. რას გულისხმობს მცირე ბიზნესის მხარდაჭერა ლიბერთიში და როგორ შეიქმნა კამპანია? დეტალებზე ლიბერთის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილე ირაკლი აბაშიძესა და ლივინგსტონის კრეატიულ დირექტორს, ანჟე იერებს მივმართეთ.

M: როგორ შეიცვალა ლიბერთის პოზიციონირება მას შემდეგ, რაც ბანკმა ახალი ლიბერთის კონცეფცია წარადგინა?

ირაკლი აბაშიძე: ლიბერთის ახალი სტრატეგია ითვალისწინებს მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტებისა და შეთავაზებების შექმნას. ჩვენი მთავარი ღირებულება კი თავად ადამიანი, მისი ოჯახი და მისი ბიზნესია.

ლიბერთიმ ახალი სტრატეგიის პრეზენტაციისას გააკეთა განაცხადი, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ბანკისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება იქნებოდა. შესაბამისად, ბოლო წლებში ბანკმა ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ნებისმიერი ტიპის და ზომის ბიზნესს კი, მათ საჭიროებებზე მორგებულ, სხვადასხვა ფინანსურ ინსტრუმენტებს აქტიურად ვთავაზობთ. მაგალითად, გაზაფხულზე, ბიზნესისთვის ყველაზე აქტიურ სეზონზე ბანკმა მომხმარებლებს უპრეცედენტო საგაზაფხულო აქცია შესთავაზა, რაც ბიზნეს სესხის აღების შემთხვევაში გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობას და 2%-მდე ქეშბექის დაბრუნებას გულისხმობდა.

M: ლიბერთი არაერთ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. რა აქტივობებს გეგმავთ ამ მიმართულების პოპულარიზაციისთვის?

სტრატეგიიდან გამომდინარე ლიბერთი აქტიურად თანამშრომლობს ათასობით მცირე თუ საშუალო ბიზნესთან და სამომავლო გეგმებიც ამ მიმართულების კიდევ უფრო გამყარებას ითვალისწინებს. ლიბერთი აქტიურადაა ჩართული სახელმწიფო პროექტებში. საკმაოდ მაღალია ამ მიმართულებით მომხმარებლის დაინტერესება და აქტიურობა. პარალელურად იზრდება ლიბერთის ბიზნეს მიმართულების შესახებ ცნობადობა.  

2022 წელი ბიზნეს მიმართულების მომხარებლებისთვის საინტერესოდ დაიწყო და გაგრძელდება კიდეც – რადგან ბევრ სასიამოვნო სიახლეს ვამუშავებთ და შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს მთელი წლის განმავლობაში.

M: რა იყო თქვენი დავალება კამპანიასთან დაკავშირებით, რა უნდა ყოფილიყო მთავარი სათქმელი?

ყველაზე დიდი გამოწვევა, რის წინაშეც ლიბერთი იდგა, ბიზნეს პროდუქტებზე დაბალი ცნობადობა იყო. სწორედ ამ პრობლემის გარშემო შეიქმნა ბრიფიც, რომლითაც სააგენტო ლივინგსტონთან მივედით. ერთად მიზნად დავისახეთ მომხმარებლისთვის ორგანული, ავთენტური კამპანიის შექმნა, რაც სამიზნე აუდიტორიას – მცირე და საშუალო ბიზნესს – ბრენდის და ზოგადად, ბანკის ხელმისაწვდომობაზე შეუქმნიდა წარმოდგენას.

ჩვენს გუნდში, წლების დაგროვილმა გამოცდილებამ მოგვცა საშუალება კარგად ვიცნობდეთ ჩვენს მომხმარებელს, მისი საჭიროებებს და შესალებლობებს. ბიზნეს სეგმენტისთვის საკუთარი სასოფლო – სამეურნეო თუ მცირე ბიზნეს საქმიანობა და მისი საჭიროებები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ყოველდღიური საფიქრალია. ჩვენ გვესმის მათი და აქტიურად ვუცხადებთ მხარდაჭერას საკუთარი ბიზნესის გაზრდის და განვითარების ყველა ეტაპზე.

M: როგორ მიხვედით ბრიფის გადაწყვეტამდე?

ანჟე იერები

ანჟე იერები: პატარა ოჯახური ბიზნესი ნებისმიერი ქვეყნის ხერხემალია. ამავდროულად, მიკრო და მცირე ბიზნესის კეთება საკმაოდ რთულია – მასში ინვესტირება ძნელია, რადგან საკუთარი სახსრების გაღება გიწევს. სწორედ ასეთ დროს ეხმარება Liberty. ის მცირე ბიზნესებს აძლევს სესხს, ზრდისას და განვითარებისთვის.

კამპანიის იდეა გვესაუბრება იმ ადამიანებზე, რომლებიც თავიანთ ბიზნესს ქმნიან მთელი გულით და კარგად იციან, რომ თავისით არაფერი გამოვა.

თანამედროვე მედიასივრცე ნამდვილად უზარმაზარია, ამიტომ მოვამზადეთ კამპანია, სახელწოდებით „გაზარდე“, ერთდროულად რამდენიმე საკომუნიკაციო არხის ასათვისებლად – ტელევიზია, სოციალური მედია, გარე რეკლამა და სხვა.

M: როგორი იყო კამპანიის შექმნის პროცესი?

რასაკვირველია, ვიდეო კომუნიკაციას ძლიერი გავლენა აქვს – მას აქვს ვიზუალი და ხმა. ვიდეორგოლზე Enkeny Films-მა შესანიშნავად იმუშავა.

გვინდოდა, ვიდეორგოლში მკაფიოდ გვეჩვენებინა, რამხელა ძალისხმევაა და ენთუზიაზმია საჭირო მომხმარებლების დასაკმაყოფილებლად. კამპანიის ფარგლებში, ვაჩვენეთ ბევრი განსხვავებული ბიზნესი, მათი სიმდიდრე და სილამაზე.

სამუშაო პროცესი ჩემთვის ყოველთვის სახალისოა. პირველ რიგში, უნდა გაიგო დამკვეთის ჩანაფიქრი, შემდეგ, სამიზნე აუდიტორიის გონებაში ჩაიხედო. აი, მერე იწყება შემოქმედებითი პროცესი და სულ უფრო საინტერესო ხდება – რაკი მომავალთან გვაქვს შეხება, ისეთი ამბები უნდა გავაცოცხლოთ, რაც აქამდე ნაკლებად იყო გაცნობიერებული.

M: როგორ შეაფასებთ მის მიმდინარეობასა და პირველად შედეგებს?

ირაკლი აბაშიძე: კამპანიას ძალიან პოზიტიური გამოხმაურების გარდა, შესამჩნევი რეზულტატებიც გვაქვს – მხოლოდ კამპანიის და აქციის ფარგლებში გვაქვს პორტფელის ზრდა. აღსანიშნავია მომართვიანობის გაზრდა ბიზნეს პროდუქტებზეც, რაც ნიშნავს ბიზნეს მიმართულების შესახებ მომხმარებლებში ლიბერთის ცნობადობის ამაღლებას.

„გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში ასევე დავიწყეთ ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრების სერია. უკვე შევხვდით კახეთის რეგიონში მოქმედ აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებს ჩვენს პარტნიორებთან ერთად.

მომდევნო შეხვედრებს დასავლეთ საქართველოში გავმართავთ – სახელით ‘ბიზნეს დიალოგი’. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დიალოგის ფორმატით, მოვუყვეთ ჩვენს არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებს რა შესაძლებლობები არსებობს დღეს ფინანსური ინსტრუმენტების კუთხით, რომ გაზარდონ საკუთარი ბიზნესი. ასევე, მოვუყვეთ მათ ლიბერთის როლის შესახებ ამ პროცესში. და რაც ყველაზე მთავარია, მოვუსმინოთ მათ და გავიგოთ მათი საჭიროებების შესახებ, რომ შემდეგ კიდევ უფრო გაუმჯობესებული პროდუქტები და სერვისები შევთავაზოთ.

 

[R]

ŠKODA AFRIQ – ბრენდის სტუდენტების მიერ შექმნილი მოდელი

ახალი VR მოწყობილობა სუნთქვის კონტროლში დაგეხმარებათ