in

გაზარდე შენი ხედვა! – რას გიამბობთ არქლაინის კამპანია

კომპანია არქლაინ ენჯინერინგმა ახალი სარეკლამო ვიდეო დააანონსა, სადაც ასახულია ალუმინის კარ-ფანჯრებისა და სხვადასხა შემინვითი სისტემების დამზადების პროცესი. კომპანია ხაზს უსვამს დეტალებზე ორიენტირებულობასა და ხარისხს. გარდა ამისა მნიშვნელოვანია კომპანიის სლოგანი – გაზარდე შენი ხედვა! რაც მიუთითებს არქიტექტურული შესაძლებლობების მაქსიმიზაციაზე.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, არქლაინი, საწარმოო სიმძლავრიდან გამომდინარე, ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა მთელ ამიერკავკასიაში. საწარმო აღჭურვილია ევროპული დანადგარებით, რაც განაპირობებს აბსოლიტური სიზუსტით დამზადდეს კარ-ფანჯარა, სლაიდი, ფასადური სისტემა თუ სხვა სასურველი პროდუქცია. შესაბამისად კომპანიისთვის არ წარმოადგენს სირთულეს ნებისმიერი კონსტრუქციის დამზადება, არქლაინისთვის შესაძლებელია შექმნას თანამედროვე, ინოვაციური ვიტრაჟები საიდანაც დატკბებით და ისიამოვნებთ ხედით.

არქლაინის პარტნიორები არიან, მსოფლიოში წამყვანი ბრენდები, მათ შორის: ალუმინის მწარმოებელი თურქული კომპანია – ASAS-ი, ასევე  ბელგიური კომპანია Reynaers, მექანიზმების მწარმოებელი გერმანული კომპანია Siegenia, ამერიკული  მინის მწარმოებელი Guardian და სხვა მოწინავე ბრენდები.

არქლაინ ენჯინეარინგის ორგანიზაციული კულტურა ორიენტირებულია თანამშრომელთა უწყვეტ განვითარებაზე. სწორედ ამიტომ მუდმივად ხორციელდება კადრების გადამზადება, სიახლეების შესწავლა და რაც მთავარია, უწყვეტი განვითარება, შესაბამისად მუდმივად ვითარდება კომპანია, და სწორედ აქ იპოვით იმ თანამედროვე და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, რომელსც თქვენი სხლისთვის ან ოფისისისთვის ეძებთ.

კომპანიასთან დასაკავშირებლად და დეტალების გასაგებად, გთხოვთ დარეკოთ ნომერზე: 0322 11 11 00

[R]

„ცოდნა ზრდის საზღვრებს” – საქართველოს ბანკის კამპანია და საგანმანათლებლო პროექტები

Meta-ს ახალ AI-ს სხვა მოდელების ნამუშევრების შემოწმება შეუძლია