in

პოლონურმა გაზეთმა Gazeta.pl პორნო ჟურნალი იმისთვის შეიძინა, რომ დაეხურა

ბევრ სხვა გამოწვევასთან ერთად, ქალთა უფლებები და მასთან დაკავშირებული პრობლემები დღესდღეობით მსოფლიოში ძალიან აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. სწორედ ეს გახდა პოლონური ჟურნალისთვის Gazeta.pl ინსპირაცია, საკომუნიკაციო სააგენტო VMLY&R-ერთად გაეკეთებინა ერთ-ერთი ძალიან მასშტაბური კამპანია. კამპანიის არსი კი შემდეგში მდგომარეობს: მან შეიძინა პოლონური პორნო ჟურნალი Twój Weekendრომელიც 1992 წლიდან გამოდიოდა და თან ისე, რომ მასში გამოსახული ობიექტები ყოველთვის ქალები იყვნენ. თუმცა, ყველაფერი ჟურნალის შესყიდვით არ დამთავრებულა. კამპანიის ავტორებმა გადაწყვიტეს, Twój Weekend დაეხურათ. მაგრამ მანამდე, 8 მარტს ბოლო ნომერი გამოუშვეს, თანაც – განსხვავებული ფორმატით. მასში საუბარი სექსუალურ განათლებაზე, თანაბარ უფლებებზე, ფემინისტურ მიდგომებსა და სხვა მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებზე იყო. ბოლო ჟურნალი აქამდე გამოსულ ნომრებს შორის ყველაზე გაყიდვადი აღმოჩნდა.

BOG
BOG

მთელი ამ კამპანიის გამომწვევი მიზეზი კი ის იყო, რომ კამპანიის ავტორებისთვის, ისევე როგორც სხვა ბევრისთვის პორნო ჟურნალის ამგვარი მიდგომა სექსისტური იყო. ქალთა უფლებების დასაცავად აქამდე უამრავი კამპანია შექმნილა და, სავარაუდოა, რომ კიდევ დიდ ხანს იქნება ეს თემა საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში. აღნიშნული პრობლემა კონკრეტულ ქვეყნებსა და რეგიონებში მწვავედ დგას და როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა პოლონეთია, სადაც აქტიურად ხდება ქალთა დისკრიმინაცია, რასთან დაკავიშირებითაც ქვეყანაში მკაცრი ბერკეტები არ არსებობს.

აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ აღნიშნულმა კამპანიამ კანის ლომების ფესტივალზე გრან პრი მოიპოვა.

სთორითელინგით მოყოლილი ამბები მზრუნველობაზე – Travelers-ის კამპანია

Smart Kettleball – მოწყობილობა, რომელიც 5-დან 19 კილოგრამიან გირად წამებში იქცევა