in

 გაზეთი „მეკვლე“ ალტასგან 

რა გვახსენდება, როცა ახალ წელზე ვფიქრობთ? სუფრა, საჩუქრები, სიახლის მოლოდინი, დიდი ზეიმი. ამ დღეს ყველა სხვადასხვანაირად აღნიშნავს, ზოგი წვეულებაზე მიდის, ზოგიც ჯერ სახლში და მერე… სადმე, მაგრამ ის, რაც უნივერსალურ ტრადიციად იქცა, არც მეტი არც ნაკლები, შოთის პურის რიგში დგომაა.

შოთის პური ალტავერსში გახსოვთ? თუ ამაზე ჯერ არაფერი გსმენიათ და არც ვიდეორგოლისთვის მოგიკრავთ თვალი, გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ შოთა არველაძემ „ალტავერსში“ გადაინაცვლა და პურის ცხობასაც მიჰყო ხელი. როგორ?

ალტამ წინასაახალწლოდ ზღაპრულ ვირტუალურ სამყაროში, იგივე ალტავერსში გვამოგზაურა, რომლის მთავარ გმირად შოთა არველაძე მოგვევლინა. ალტავერსში ნავიგაცია რომ არ გაგვჭირვებოდა, ვიდეოს ტატო ბაციკაძის, გიორგი კალატოზისა და დიმა ობოლაძის კომენტარებიც დაერთო. სწორედ მათი დახმარებით გავიგეთ, რამდენად სახალისო უცნაურობები ხდება ალტავერსში — აქ თავს იყრის შოთის შოთები, აჩის აჩმა, პერსონაჟები ვირუსული ვიდეოებიდან, რეკლამა რეკლამაში, ფრაზები „ზერო ზერო სეტტე“, „მერი ჭრის თმას“ და ბევრი სხვა იუმორისტული მიგნება, რომელსაც თავადვე ნახავთ.

საახალწლო ზღაპრის მთავარი ღირსებაც ხომ ისაა, რომ ჯადოსნური მოვლენები რეალობას დავუკავშიროთ, ჰოდა, ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. ალტამ წინასაახალწლოდ საუკეთესო ფასებისა და საჩუქრების დაპირების ასრულების გარდა, კიდევ ერთი საინტერესო რამ შემოგვთავაზა — შექმნა პირველი საახალწლო გაზეთი „მეკვლე“ შოთის პურის რიგში დგომის ტრადიციის გასახალისებლად. 

მართალია, ალტას ვიდეორგოლის კომენტარებში მომხმარებლები შოთის თონის გახსნას ითხოვდნენ, მაგრამ ალტამ გადაწყვიტა, არველაძის შოთები კვლავ ვირტუალურ სამყაროში დარჩენილიყო, რეალურ ცხოვრებაში კი მეთონეებს დახმარებოდა. ასე განაწილდა „მეკვლე“ ჯერ თბილისში, მერე კი მთელს საქართველოში ალტას მაღაზიებთან მდებარე თონეებში.

„ვეცადეთ, თქვენი სურვილიც აგვესრულებინა, შოთის პურის მეპატრონეებიც გაგვეხარებინა და დამდეგ ახალ ტექნიკასთან ერთად, დამდეგ ახალ წელს კეთილი ფეხით შემოვსულიყავით თონეებსა და თქვენს გულებში“, ამბობს ლაშა დ. კოტორი, გაზეთის რედაქტორ-ჟურნალისტი.

„მეკვლეს“ დანიშნულება შოთის პურებზე შემოხვევით არ სრულდება. გაზეთი ალტას სოციალურ პასუხისმგებლობასაც გამოხატავს, რადგან მის გვერდებზე პიროტექნიკის გამოყენების საზიანო პრაქტიკაზეც წაიკითხავთ გაფრთხილებას. გარდა ამისა, გაზეთში შეხვდებით პოეზიას, კროსვორდსა თუ ანეკდოტებს, რადგან ვინ იცის, რამდენ ხანს გასტანს შოთის პურის მოლოდინი.

დანარჩენს კი აი, ამ ვიდეოშიც ნახავთ:

როგორც ამბობენ, ალტავერსის ამბასადორის შოთი არველაძის და ალტას თანამშრომლობა მომავალ წელსაც გაგრძელდება. ასე რომ, მოემზადეთ კიდევ უფრო მეტი სახალისო ვიდეორგოლისა თუ ინიციატივისთვის.

დამდეგ ახალ ტექნიკას!

[R]

რას უნდა ველოდოთ გლობალური ეკონომიკისგან 2024 წელს

როგორი იყო 2023 წელი Redberry-ისთვის