მიკერძოებულ დამოკიდებულებებს ყველგან ვაწყდებით, როდესაც საქმე რაიმეს შეფასებას ეხება. თუმცა რამდენად შესაძლებელია ე. წ. მიკერძოებული დიზაინის შექმნა? ეს არის ზუსტად ის საკითხი, რომელსაც ტალია კოტონი ახალი ლოგოს ფარგლებში იკვლევდა. ეს უკანასკნელი სახელოვნებო ორგანიზაცია Guilty by Association (GBA)-ისთვის შეიქმნა. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, მისი ახალი ლოგო არა მხოლოდ ერთი სტატიკური გამოსახულებაა, არამედ ის კოდს წარმოადგენს, რომელიც ვარიაციების შეუზღუდავ რაოდენობას წარმოქმნის.
ყველაფერი ესკიზების სერიით დაიწყო, რომელიც კოტონმა პროგრამულად გარდაქმნა. შესაბამისად, ეს ხელით დახატული, და ამავდროულად, უსასრულო ლოგოა. ის, რაც კოტონმა შექმნა, განსხვავდება სხვა, უკვე კარგად ნაცნობი ალგორითმული დიზაინისგან. მაგალითად, 2010-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტენდენცია კოდს დიზაინერების მიერ შესრულებული სამუშაოს დიდი ნაწილის ავტომატიზაციისთვის იყენებს. ასევე, ბრენდებმა ალგორითმული დიზაინი აბსტრაქტული იდენტობების შესაქმნელადაც გამოიყენეს.

ეს ყველაფერი არ არის — ტალია კოტონი ლოგოს გენერატორის „ვერსია 2.0“-ს ქმნის. ამ შემთხვევაში ის სხვას სთხოვს საწყისი ასოების დახატვას. შემდეგ კი ასოების ინტერვალის, პოზიციონირებისა და სტილის ღრმა ალგორითმულ ლოგიკას გამოიყენებს. თანაც, ტექნიკური თვალსაზრისით, არ არის იმ ადამიანთა რაოდენობა შეზღუდული, რომლებსაც ამ გზით შეუძლიათ GBA-ს ახალი ლოგოს შექმნა. ეს კი ბრენდს ინკლუზიურ განვითარებაში შეუწყობს ხელს, რაც უშუალოდ მის ფუნდამენტურ იდეას შეესაბამება — ხელი შეუწყოს ნაკლებად ცნობილი არტისტების პოპულარიზაციას.













