in

ხარისხის ინფრასტრუქტურა და ქალების როლის გაძლიერება სამშენებლო ინდუსტრიაში

GCMC-ის ორგანიზებით, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტების QUIS – Quality Infrastructure for Better Goods and Services და VET in Georgia’s Growth Sectors კოლაბორაციით, სამშენებლო სექტორში ხარისხის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ინდუსტრიაში ქალების როლის გაძლიერებაზე შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება, რომელსაც სექტორის მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ხაზს უსვამდა სფეროს განვითარების პროცესში კერძო სექტორის როლის მნიშვნელობას.

შეხვედრის ფარგლებში სპიკერებმა წარმოადგინეს GCMC-ისა და PMCG-ის მიერ სამშენებლო სექტორში ჩატარებული კვლევის შედეგები, მათ შორის — საჭიროებების ანალიზი და მხარდაჭერის რეკომენდებული მექანიზმები. მონაწილეებმა განიხილეს სამშენებლო მასალების ხარისხის მნიშვნელობა, ლაბორატორიული სერვისების საჭიროება და მათი გაუმჯობესების გზები.

განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭა ქალების როლის გაძლიერებას სამშენებლო ინდუსტრიაში. ამ თემის ფარგლებში პანელური დისკუსია გაიმართა: „ქალები სამშენებლო სფეროში”. მონაწილეებმა იმსჯელეს ქალების როლის გაძლიერებაზე იმ ინდუსტრიაში, რომელიც ჯერ კიდევ მამაკაცებით დომინირებულ სფეროდ არის მიჩნეული და განიხილეს ამ სექტორში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები ქალებისთვის.

დისკუსიაზე ხაზი გაესვა პროფესიული განათლების მნიშვნელობას ამ პროცესში. სწორედ  განათლებისა და კერძო სექტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციები ქმნიან იმ მყარ ბაზას, რომელიც ქალებს აძლევს შესაძლებლობას, აითვისონ ახალი პროფესია, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და რეალურად დასაქმდნენ სამშენებლო სფეროში. ამასთან, პანელის მონაწილეებმა ისაუბრეს ქალების ლიდერულ თვისებებზე, რომლთაც ბიზნესში დადასტურებული წარმატება მოაქვთ.

[პარტნიორის კონტენტი]

აპრილი თიბისის მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზებებით სრულდება

Apple დედების გაფუჭებულ კადრებს იუმორისტულ რეკლამაში ასწორებს