22 თებერვალს თბილისში მონაცემთა დაცვის ფორუმი გაიმართება. ღონისძიება ორგანიზებულია საქართველოს ინფორმაციულ – საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ბიზნესთან თანამშრომლობით.
„აღსანიშნავია, რომ გენერალური მონაცემების დაცვის რეგულაცია (GDPR) 2018 წლის 25 მაისს ძალაში შევა ყველასთვის, ვისაც აქვს საქმიანი ურთიერთობა კომპანიასთან, ორგანიზაციასთან ან ნებისმიერ პირთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებიდან. არსებობს ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის წარმომადგენლებთან მუშაობისთვის. ფორუმზე განვიხილავთ, როგორ უნდა იქნას დაცული თქვენი მონაცემები, ევროკავშირის მოთხოვნების მიხედვით. ვიმსჯელებთ ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცდილებაზე. ასევე, ვისაუბრებთ, როგორ უნდა მომზადდეს IT ინფრასტრუქტურა და მოიძებნოს სწორი IT გადაწყვეტილება, რომ დაიცვათ საკუთარი მონაცემები, შეამციროთ ხარჯი და დააჩქაროთ თქვენი ბიზნესის ზრდა“, – აცხადებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანია Squalio Georgia-ს წარმომადგენლები.
ღონისძიებას დაესწრებიან ლატვიისა და საქართველოს მაღალი რანგის თანამდებობის პირები.
[R]