in ,

Ge.Domains – Cloudflare-ის სერტიფიცირებული პარტნიორი საქართველოში

Ge.Domains დომენების ყიდვისა და მართვის პლატფორმაა, სადაც შესაძლებელია როგორც ადგილობრივი (.ge), ისე საერთაშორისო დომენების შეძენა. კომპანია, მომხმარებლებს, SSL სერტიფიკატებს, ბიზნეს ელ. ფოსტას და დაცულ DNS მომსახურებას სთავაზობს.

„Ge.Domains კიდევ ერთი, ახალი ტექნოლოგიური სიახლე – რეგისტრირებული დომენები ამიერიდან აღჭურვილია CloudFlare-ის დაცული სერვისებით. CloudFlare მსოფლიოს უდიდესი ქსელია, რომელიც ეხმარება ბიზნესმენებს, ბლოგერებს, ორგანიზაციებსა და ვებგვერდებს, სწრაფად და უსაფრთხოდ მუშაობაში. მისი მეშვეობით ვებგვერდები დაცულია DDoS შეტევებისგან – სისტემა ავტომატურად განსაზღვრავს, რომელი „ტრაფიკი“ არის „სპამი“ და ფილტრავს მას“.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მსგავსი მომსახურება პირველია საქართველოში და CloudFlare ავტომატურად ენიჭება ყველა ge.domains-ზე დარეგისტრირებულ (ან დატრანსფერებულ) მომხმარებელს, ყველანაირი დამატებითი გადასახადის გარეშე.

„ მომხმარებელს შეუძლია, გამოიყენოს CloudFlare უფასო სერვისი ან ნებისმიერ დროს შეიძინოს CloudFlare-ის პრემიუმ პაკეტი, რომელიც უფრო მაღალ ფუნქციურია და მეტ უსაფრთოხებისა და დაცვის ფუნქციონალს მოიცავს“.

.ge-ზე დაბოლოებული და ზოგადი ტიპის დომენების (com.ge, .net.ge, .org.ge) გარდა, Ge.Domains-ზე შესაძლებელია საერთაშორისო დომენების (.com, .net, design, .wiki, .site, .co, .mobi, .shop) შეძენაც.

„დომენების მრავალფეროვნება კრეატიული სახელის შერჩევას გაუადვილებს იმ ელექტრონული კომერციით დაინტერესებულ სტარტაპებსა და ბიზნესებს, ვისაც „ონლაინ“ გაყიდვებში ჯერ არ მოუსინჯავთ ძალები. საერთაშორისო დომენების ფასები განსხვავებულია და დამოკიდებულია დომენის სახელის პოპულარობაზე“.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, დომენების რეგისტრატორი ge.domains, უახლოეს მომავალში, მომხმარებელს შესთავაზებს ბიზნეს ელ. ფოსტას, რომელსაც კომპანია, მომენტალურად, თავისი დომენის ქვეშ გამოიყენებს.

„სერვისს ასევე დაემატება SSL სერტიფიკატები, რომლებიც აუცილებელია იმ სტარტაპისა და ბიზნესისათვის, რომლებიც ელექტრონულ კომერციას იწყებენ და სურთ, ჰქონდეთ დაცული გარემო მომხმარებლისათვის. Ge.domans-ზე, ასევე, უფასოა DNS სერვისების მართვაც, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სხვადასხვა პლატფორმებთან დაკავშირება“.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით,  Ge.domains-ზე დომენის სხვა რეგისტრატორიდან ტრანსფერის პროცესი საკმაოდ მარტივია.

„ტრანსფერი უნდა დაიწყოთ იმ კომპანიის საიტზე, რომელიც თქვენი დომენის რეგისტრატორია და მიუთითოთ ახალი რეგიტრატორი. Ge.domains-ზე დომენის ტრანსფერი უფასოა, გადმოტანისას იხდით მხოლოდ სერვისის 1 წლით გახანგრძლივების საფასურს“.

[R]

თვითმართვადი ტექნიკა მშენებლობაზე – Built Robotics

მარკ ზაკერბერგს უკვე საკუთარი პოდკასტი – „ტექნოლოგიები და საზოგადოება“ აქვს