Gebuy ონლაინ მაღაზიაა, რომელიც უკვე ერთი თვეა ფუნქციონირებს და ქართველ მომხმარებელს ცნობილი ბრენდების ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა თუ აქსესუარების ინტერნეტით შეძენის საშუალებას აძლევს. როგორც დამფუძნებლებმა აღნიშნეს, საიტზე ფასები უფრო დაბალია, ვიდრე ევროპაში, თანაც, მომსახურებაში მიტანის უფასო სერვისიც შედის. სტარტაპის მესვეურებს ამბიციური მიზნები აქვთ, განავითარონ ქვეყანაში ონლაინ შოპინგის კულტურა და ამგვარად, მნიშვნელოვნად გაზარდონ საიტის მომხმარებელთა რიცხვი.
M: რა არის gebuy.net და რამ განაპირობა მისი შექმნის საჭიროება?
ჯიბაი – ეს არის ქართული აუთლეთ ონლაინ მაღაზია, რომელიც იძლევა შესაძლებლობას ევროპიდან გამოვიწეროთ საყოველთაოდ ცნობილი ბრენდების, როგორიცაა Versace, Armani, Pierre Cardin-ი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები საკმაოდ მისაღებ ფასად, ამავე დროს ისე, რომ არაფერი იქნება გადასახდელი მიტანაში. ბრენდის შექმნა გადაწყდა, რადგან საქართველოში არ არსებობდა ასეთი სერვისი და იმ ადამიანებს, ვისაც არ ქონდა შესაძლებელობა ეშოპინგა საზღვარგარეთ ან დრო ამისთვის ჩვენ კი გვინდოდა მიგვეცა მსგავსი შესაძლებლობა საქართველოს მოსახლეობისთვის. კიდევ ერთხელ აღსანიშნავია, რომ ამ ბრენდების ღირებულება თავად ევროპაშიც კი უფრო მაღალია ვიდრე ჩვენს საიტზე, რადგან ჩვენ გვაქვს სპეციალური ხელშეკრულებები მომწოდებლებთან.
M: ვინ დააფუძნა საიტი?
ბრენდი შეიქმნა სხვადასხვა გამოცდილების მქონე ადამიანების მიერ. ერთი მხრივ, ეს იყო ბატონი გოგი სოზაშვილი, ვისაც დიდი გამცოდილება ჰქონდა საერთაშორისო დონის ბიზნესში, ნივთების ტრანსპორტირებაში და სხვა, კერძოდ, ჩინეთიდან საქართველოში და პირიქით, აწარმოებს სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტირებას. მეორე მხრივ, არის ახალგაზრდა მეწარმეების გუნდი, რომელიც დიდი ხანია მუშაობს ინოვაციური მიმართულებით – ნიკა და სანდრო როსტომაშვილები, ანდრო კიკაბიძე, ილია ღლონტი, პავლე ჭყოიძე, ელენე ხარიბეგაშვილი და გიორგი ტაბატაძე. ბატონ გოგის დიდი ხნის განვმალობაში ჰქონდა მსგავსი იდეა და გადაწყვიტა მისი რეალიზება ამ გუნდის მეშვეობით, შეიქმნა საიტი, დაიგეგმა ბრენდინგი და ჩაეშვა ბრენდიც.
M: უკვე ფუნქციონირებს ონლაინ მაღაზია? რა მომსახურებებს სთავაზობთ მომხმარებლებს?
საიტი უკვე ერთი თვეა ფუნქციონირებს ახალი ბრენდინგითა და პროდუქციით. ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებელს საერთაშორისო ბრენდების პროდუქციას ევროპულ ფასზე ნაკლებად და თან ე.წ. შიფინგის გადასახადის გარეშე. მომსახურების უპირატესობის ორ მომენტს გამოვყოფდით, პირველი ისაა, რომ ჩვენთან არ გაქვთ მიტანის დანახარჯი, ამის გაკეთება ჩვენ შევძელით უნიკალური საფოსტო სისტემის შექმნით, სადაც ჩვენი დანახარჯები ფაქტობრივად ნულს გავუტოლეთ, ხოლო მეორე არის ის, რომ ჩვენთან საქონლის ღირებულება ევროპულ რესურსებზეც კი დაბალია. ეს მოხერდა პარტნიორული ურთიერთობების დამყარებით მომწოდებლებთან და საცავებთან.
M: რა სამომავლო გეგმები გაქვთ?
ჩვენთვის დღეს მთავარია, რომ ის მომხმარებლები, ვინც ყიდულობს ონლაინში, გადმოვიყვანოთ ჩვენთან, დავუმტკიცოთ ჩვენი სანდოობა და ეფექტიანობა სხვა ნებისმიერ კონკურენტთან შედარებით და შესაბამისად გვინდა, რომ gebuy.net ისევე იყოს ცნობილი საქართველოში, როგორც ამაზონი ან იბეია. შემდეგ ვფიქრობთ, რომ ოფლაინიდან გადმოვიყვანოთ მომხმარებლები ონლაინში და ეს უკვე იქნება გაცილებით სხვა გამოწვევა და მას სხვა რესურსები დასჭირდება.