საკონსულტაციო კომპანია „ჯი-ი-სი“ ახალ, 2019 წელს, განახლებული ბრენდით შეხვდება. როგორც თავად ამბობენ, რებრენდინგის გადაწყვეტილება, გაფართოებისა და ბაზარზე 8 წლიანი ისტორიის კიდევ ერთხელ გააზრების შემდეგ მიიღეს.
M: საიდან გაჩნდა კომპანიის რებრენდინგის იდეა?
ხათუნა ბიბილაშვილი (კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი): 2018 წელი სიახლეებით დატვირთულია ჩვენთვის. კომპანიის გაფართოებამ და ყაზახეთსა და ყირგიზეთში საკუთარი წარმომადგენლობების გახსნამ, 8 წლიანი შრომის ხელახლა გააზრებისკენ გვიბიძგა. საკუთარი ბრენდის სიღრმეებში ჩასვლის, მისი ღირებულებებისა და უნიკალურობის კიდევ ერთხელ გაანალიზების შედეგად, საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ „ჯი-ი-სი“-ს უნიკალურობა საკონსულტაციო მომსახურების მიმართ განსაკუთრებულ, სისტემურ დამოკიდებულებაშია. სისტემური ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურება ჩვენი კლიენტის პრობლემების სიღრმისეულ 360 გრადუსიან ანალიზში საუკეთესოდ ჩანს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად, ზუსტად ვიცით, რომ ბიზნესში კონკრეტული პრობლემის წარმოშობის მიზეზი, ყოველთვის იქ არ არის, სადაც ერთი შეხედვით ჩანს. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ბიზნესის თითოეული კომპონენტისა და მასთან დაკავშირებული პროცესების სისტემური ხედვა და ანალიზი ერთადერთი სწორი გზაა რეალური პრობლემის საპოვნელად და აღმოსაფხვრელად.სწორედ ეს არის მიდგომა, რომლის კომუნიკაციაც გვინდა ჩვენს მომხმარებლებთან. „ჯი-ი-სი“ არის ერთადერთი საკონსულტაციო კომპანია, რომელიც პრობლემას ურთიერთდაკავშირებული კომპონენტების სისტემური ანალიზის და სწორად დალაგების გზით აგვარებს. ჩვენი ბრენდის კიდევ ერთხელ გააზრებამ, მოიტანა საჭიროება მისი ვიზუალური სტილიც შესაბამისობაში მოგვეყვანა ბრენდის შინაარსთან, რათა კიდევ უფრო სისტემური ყოფილიყო ჩვენი კომუნიკაცია, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
M: როგორ გადმოსცემთ თქვენს მესიჯს რებრენდინგით?
სოფო კვაჭაძე (კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი) : ვიზუალური სტილის შესაქმნელად თანამშრომლობა დავიწყეთ ნიკა კუმბართან. მასთან ერთად დეტალურად განვიხილეთ ჩვენი ხედვა „ჯი-ი-სი“-ს შესახებ და უნიკალურობა, რომელზეც კომუნიკაციის დაშენებას ვაპირებთ. „ჯი-ი-სი“-ს საქმიანობა, სისტემური ბიზნეს კონსალტინგი, გავაიგივეთ ფაზლის აწყობასთან. აწყობილი ფაზლი, ჩვენთვის, გამართულ ბიზნეს სისტემასთან ასოცირდება: როდესაც ფაზლის კომპონენტებს ცალკეულად ვუყურებთ, ისინი არ გვაძლევენ ერთიან სურათს და ერთადერთი გზა, რომ სურათი მთლიანად დაინახოთ, ფაზლის ბოლომდე აწყობა, მის ყველა კომპონენტს შორის ურთიერთკავშირის მოძებნა და მათი საჭირო ადგილას განლაგებაა. ვფიქრობ, შედეგი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა და მიღებული ვიზუალი ძალიან დაგვეხმარება, კიდევ უფრო გასაგებად და მარტივად მოვახდინოთ ჩვენი მთავარი სიძლიერის კომუნიკაცია მომხმარებელთან.
M: რაც შეეხება ფაზლში გამოყენებული ილუსტრაციის იდეას . . .
ნიკა კუმბარი (გრაფიკული დიზაინერი) : კომპანიის საქმიანობისა და თითოეული კლიენტის მიმართ მათი მიდგომის კარგად შესწავლის შემდეგ, ზუსტად ვიცოდი, რომ ვიზუალური სტილი სითბოსთან, ზრუნვასა და ზრდასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. ილუსტრაციაც სწორედ ამ სამი ელემენტის ვიზუალიზაციის სინთეზით შეიქმნა. თავად მთავარი პერსონაჟის ანატომია, „ჯი-ი-სი“-ს საქმიანობის გაშლისათვის გამოვიყენეთ. ზრდასა და განვითარებასთან უფრო მკაფიო ასოციაციის შესაქმნელად, პერსონაჟის აგებულებაში ძვლები და ორგანოები მცენარით ჩავანაცვლეთ. ფონზე რა თქმა უნდა მზეა, როგორც ზრუნვისა და ზრდის ხელშემწყობი ენერგიის მთავარი სიმბოლო. მზრუნველობის ილუსტრაციაა გაშლილი ხელი, რომელზეც აყვავებულ ყვავილს – ზრუნვისა და სითბოს შედეგს ვხედავთ.