6
May
2019

GEclose2EU – კონკურსი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

6 May 2019

პროექტში GEclose2EU მონაწილეობის მისაღებად განცხადებების მიღება დაიწყო. ეს არის კონკურსი საინფორმაციო – საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბიზნეს კონსალტინგის, ინტერიერის დიზაინისა და არქიტექტურის მიმართულებით მომუშავე კომპანიებისთვის. ორგანიზატორების თქმით, გამარჯვებულები 15 000 ლარამდე  ტექნიკური დახმარების გრანტს მიიღებენ. ასევე, შვედეთსა და ჰოლანდიაში სასწავლო ტურში მიიღებენ მონაწილეობას.

 

პროექტის  მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, ევროპის ბაზარზე მათ შესახებ ცნობადობის გაზრდა და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადები 1 ივნისამდე მიიღება.

GEclose2EU სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (Economic Policy Research Center ) ერთობლივი პროექტია და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამა 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება, მისი ჯამური ბიუჯეტი კი $2,3 მილიონია.

 

განხილვა