10
Jul
2019

Toyota და Geely კომპანია Baidu-სთან ითანამშრომლებენ

10 Jul 2019

Toyota და Geely ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანია Baidu-სთან ითანამშრომლებენ. პარტნიორობის ფარგლებში, ამ ბრენდების წარმოებულ თვითმმართველ ავტომობილებს, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, კიდევ უფრო განავითარებენ. Reuters-ის ინფორმაციით, ეს გაერთიანება, ავტომწარმოებლებს, შესაძლებლობას მისცემს, აღმოსავლურ ტექნოლოგიურ პლატფორმაზე და შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე გაიმყარონ პოზიციები.

Photo Credit: Carscoops

რაც შეეხება Baidu-ს, როგორც მისი ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, Toyota-სთან თანამშრომლობით, კომპანია თვითმავალი ტექნოლოგიების ახალ მიმართულებებზე იმუშავებს და შესაბამისად, ამ კუთხით განვითარდება, Geely კი საშუალებას მისცემს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, სხვადასხვა აპლიკაციები შექმნას.

პლატფორმა Baidu Apollo 2017 წელს „გაეშვა“ და დღეს, თვითმავალი ავტომობილებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ეკოსისტემას წარმოადგენს. ჰყავს 130-ზე მეტი საერთაშორისო პარტნიორი, მათ შორის: Daimler, Volvo, Ford და BMW.

აღსანიშნავია, რომ Baidu, სხვა ჩინური კომპანიების მსგავსად, თვითმავალი სატრანსპორტო საშუალებებისა და ხელოვნური ინტელექტის გარდა, ელექტროფიცირების [ ელექტრული ენერგიის ფართოდ გამოყენება რეალურ ცხოვრებაში, მეურნეობაში] ინდუსტრიაში ცდილობს თავის დამკვიდრებას.

 

განხილვა