in

გეგა ქუთათელის გამოფენა დედიკას გალერეის ვირტუალურ სივრცეში გაიმართება

მის ნამუშევრებში თანამედროვე გარემოს კრიტიკულ-ირონიულ ინტერპრეტაციას ვაწყდებით


დისტანციური ცხოვრების რეჟიმში გამოფენებმაც ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა… 20 იანვარს, დედიკას გალერეის ვირტუალური სივრცე გეგა ქუთათელის პერსონალურ გამოფენას წარმოგვიდგენს – “მოგესალმებით დედამიწაზე!”, რომელსაც გალერეის ვებ-გვერდზე იხილავთ.

გეგა ქუთათელი ქართველი არტისტი და ჯგუფ On/Off-ის წევრია, რომლის წარმომადგენლებსაც ირონიულ-გონებამახვილურობა ახასიათებთ. გეგას კონცეპტუალურ ფერწერასაც თან სდევს ერთგვარი ირონია, რაც ადამიანის თანამედროვე გარემოს კრიტიკულ ინტერპრეტაციაში გამოიხატება.

გეგა ქუთათელის ნამუშევრებში მარტოობასა და ეგზისტენციალურ პრობლემებზე აქცენტირებას ვაწყდებით. მის სურათებში სამყარო სიცარიელის სევდითაა გაჟღენთილი, სადაც ადამიანის შინაგან განწყობას გარემოც ეხმიანება და პირიქით. “ადამიანებისთვის, რომლებიც ეგზისტენციალურ ჩიხში არიან მოქცეული, თითქოს ცა ატარებს ერთგვარ მინიშნებას გამოსავალზე – ცა, სადაც ყოველთვის რაღაც ახალი ხდება, რომელიც ყველაზე მჟღერი და მრავალფეროვანია.”ვკითხულობთ გამოფენის აღწერაში. 

მარტოდ დარჩენილ და ზოგ შემთხვევაში ანონიმურ ადამიანებს შორის შესაძლოა, ბევრმა ჩვენგანმა ამოიცნოს საკუთარი თავი, როგორც გაურკვეველ სიცარიელეში დაკარგულმა, სადაც არაფერია ცარიელი კედლების, უსაგნო და უფიგური ფოტოების გარდა.


„ჩემი პერიოდი მთელი სამყაროა!“ – მენსტრუალურ ციკლზე საუბარი სირცხვილი არ არის

„მოედანზე გელოდებით“ – FORTNITE თამაშში საფეხბურთო სქინებს ამატებს