in

გეგა წურწუმია – #პირველისამსახური

პირველი საქმე, რამდენადაც გასაკვირად ადრე არ უნდა იყოს, ჯერ კიდევ, 13 წლის ასაკში წამოვიწყე. მე და ჩემმა მეგობრებმა, წყნეთში, ზაფხულში სახლში შევაგროვეთ ნივთები, სასმელები და სხვა ტიპის პროდუქტები. შემდეგ, ჩვენს ქუჩაზე მიტოვებული მაღაზია მოვაწესრიგეთ და პატარა ქუჩის დახლი გავხსენით. მაშინდელი ზაფხულის გართობა, დღევანდელი გადმოსახედიდან, პირველი საქმიანი წამოწყება იყო.

შემდეგ, 18 წლის ასაკში, სასწავლებლად წავედი ამერიკის საზღვაო აკადემიაში, სადაც დროებით გადავდე ჩემი ბავშვობის საქმიანობის ინტერესები. საქართველოში დაბრუნებისთანავე, როგორც სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულმა, ჩემი პირველი ოფიციალური სამსახური საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადაში, ოცმეთაურის პოსტზე დავიწყე. ამ დროს, 22 წლის ასაკში, 20 ზრდასრული ადამიანის ხელმძღვანელი გავხდი. შესაბამისად, მიწევდა ჩემს საკუთარ შეცდომებზე და სხვის სწორ მაგალითებზე სწავლა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი სხვაობაა ჩემს პირველ სამსახურსა და დღევანდელ საქმიანობის სფეროს შორის, ერთი საინტერესო გაკვეთილი სულ მომყვება ამ წარსული პერიოდიდან. ეს არის სწორი ლიდერობის მაგალითები, რომლებსაც მე შევესწარი სამხედრო სასწავლებლში და ჯარში, რასაც ვთვლი, რომ დღემდე ვიყენებ ჩემს ცხოვრებაში. ლიდერი არის იმდენად ძლიერი, რამდენადაც მაგალითები, რომლებსაც ის თავის გუნდის წევრებს აჩვენებს თავისი საქციელით. საბედნიეროდ, მე ამის ბევრი კარგიც და ცუდი მაგალითიც ვნახე, რაც დღემდე მეხმარება.

გეგა წურწუმია – PAYZE-ის თანადამფუძნებელი და თანადირექტორი

Brick-ი გალერია თბილისში, ისთ ფოინთსა და თბილისი მოლში გამოჩნდა

სოციალური საწარმო “კოდალა”, სადაც ეკოლოგიურად სუფთა ხის პროდუქცია იქმნება