in

90-იანების კლასიკა სადაზღვევო კომპანიის რეკლამაში

BOG
BOG

სადაღვევო კომპანია Geico-მ კლასიკური ჰელოუინი გააცოცხლა და ახალი რეკლამა ჩაუშვა, რომელშიც კასპერსა თუ კატის მოყვარულ ჯადოქარ გრიზელდას შევხვდებით.

პირველი ნამუშევარი უკან, 90-იანებში გვაბრუნებს, სადაც სიუჟეტში, წყვილია წარმოდგენილი, რომლებიც კეთილ სულთან ერთად ცხოვრობს.

https://www.youtube.com/watch?v=m5pLiLBQju8

მეორე რეკლამაში ორი გოგოს დიალოგია გადმოცემული, სადაც ისინი ოთახის მათთვის სასურველ მეზობელზე საუბრობენ. და თუ ერთის შემთხვევაში, იდეალური იქნება ისეთი ადამიანი, ვისაც მზარეულობა შეეძლება, მეორისთვის პრიორიტეტულია კატის სიყვარული. სწორედ ასეთია გრიზელდა. მას მზარეულობა შეუძლია და კატებიც უყვარს, მაგრამ ამის საფასურს ის აუცილებლად მოითხოვოს…

https://www.youtube.com/watch?v=XsZGXss02yo

მესამე რეკლამაში GEICO-ს ხვლიკი და სახლის ახალი მფლობელი სხვენში ხედავენ იმას, რაც წინა მაცხოვრებლებმა აქ დატოვეს…

https://www.youtube.com/watch?v=9STzCNiCVNQ

ბოლო ნამუშევრით კი, Geico-მ 2014 წლის საშინელებათა ფილმი გააცოცხლა. სადაც პერსონაჟები შესაძლებელი გადაწყვეტილებებიდან, ყველაზე უარესს აირჩევენ…

https://www.youtube.com/watch?v=Znr8UtvvlzM

რეკლამებზე სააგენტოThe Martin-მა იმუშავა.

The process of making “Stealing The Sun” illustrations

რა ასაკში ვაღწევთ შემოქმედებითობის პიკს