in ,

Geico–მ ალიგატორი აალაპარაკა

სადაზღვევო კომპანია Geico–ს ახალი სარეკლამო რგოლის მთავარი გმირი ალიგატორია, რომელიც ადამიანის ტანსაცმელშია ჩაცმული და  ადამიანივით მეტყველებს. მეგობრების შეხვედრაზე, ალიგატორი ინიციატივას გამოიჩენს გადაიხადოს ვახშმის თანხა, მაგრამ მოკლე ხელების გამო ვერ მიწვდება ჩეკს. ხარჯის თავის თავზე აღება სუფრის სხვა წევრს მოუწევს.  “It’s What You Do”, რომელიც ყველა სარეკლამო რგოლში ჟღერს, მომხმარებელს მოუწოდებს დაზოგოს 15 % დაზღვევაზე.

Geico–ს რეკლამები გამოირჩევა თავისი მხიარული მიდგომით, რითაც ამახსოვრებს თავს საზოგადოებას: პიტერ პენი – კლასელების შეხვედრაზე, ჯაშუში, რომელსაც დედა ურეკავს უდროო დროს და სხვა სარეკლამო რგოლები, ნამდვილად გაგახალისებთ და დაგამახსოვრებთ ამ ბრენდს.

 

https://www.youtube.com/watch?v=f95abQuPXaw

ვინ დაეხმარება უსახლკარო ბიჭუნას?! – სოციალური ექსპერიმენტი სამარცხვინო შედეგებით

Virgin America–ს ლოგო დღეიდან ქალის ბიუსტი იქნება