in

მურთაზ კიკორია: „ლარს ასეთი რყევები ახასიათებს . . .“

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ლარის 17 ოქტომბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ამ მონაცემებით, 1 USD 2.6855 ₾ ეღირება, 1 EUR კი – 3.1095 ₾. აშშ დოლარის დღეს მოქმედი კურსი 2.6664 ₾ იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილება, ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში, 0.0191 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0925 ლარს შეადგენდა. ანუ ცვლილება 0.017 ლარია.

bog
bog-mob

 

„დაბალი ინფლაციისა და უცხოურ ვალუტაში სესხების არარსებობის პირობებში, ლარის რყევა მოსახლეობაზე ნაკლებად აისახება“ , – მურთაზ კიკორია

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ ლარის კურსის ვარდნა მოლოდინებს უკავშირდება:

„ჩვენ არ ვთვლით, რომ მოცემულ შემთხვევაში არის რაიმე ისეთი სერიოზული ფაქტორი, რომ ასეთ რყევას იწვევდეს. სამწუხაროდ, ლარს ასეთი რყევები ახასიათებს. ამაზე ჩვენი საპასუხო სტრატეგია არის დოლარიზაციის შემცირება. ჩვენი მთავარი მანდატი არის ინფლაცია. შესაბამისად, დაბალი ინფლაციისა და უცხოურ ვალუტაში სესხების არარსებობის პირობებში, ლარის რყევა მოსახლეობაზე ნაკლებად აისახება“.

ევა გრინი Jaguar-ის ელექტრომობილის რეკლამაში!

ქალის საუკეთესო მეგობარი! – Prada-ს რეკლამა