in

მეცნიერებმა შექმნეს საინიექციო გელი, რომელიც დაზიანებულ გულს აღადგენს

ბრიტანული კარდიოვასკულარული საზოგადოების კონფერენციაზე მკვლევრებმა ახალი ბიოდეგრადირებადი გელის შედეგები წარმოადგინეს, რომელიც გულის შეტევით გამოწვეული ზიანის აღსადგენად გამოიყენება.

M2
M2

გელის მოქმედების პრინციპი ასეთია: აღმდგენი უჯრედები პირდაპირ ცოცხალ გულში აღწევს. საინიექციო გელით ექიმები შეძლებენ, დაზიანებულ გულში უსაფრთხოდ შეიყვანონ შესაბამისი უჯრედები, რომლებიც ქსოვილის გასაზრდელად გამოიყენება. ცხადია, ამ შესაძლებლობის წყალობით, იგი ნამდვილ ინოვაციად იქცევა რეგენერაციული გულის თერაპიისთვის.

„გულს ძალიან შეზღუდული უნარი აქვს იმისათვის, რომ ნებისმიერი ზიანი აღიდგინოს. კვლევის ფარგლებში კი ამის დასაძლევ გზებს ვეძებდით, რათა გულის სიჯანსაღე უფრო დიდხანს შეგვენარჩუნებინა“, — განმარტა კეტრინ კინგმა, მანჩესტერის უნივერსიტეტის დოქტორანტმა, რომელიც კვლევას ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, ამ ახალი ტექნოლოგიის პოტენციალი უზარმაზარია.

ამასთან, კვლევის დროს მკვლევრებმა გელში სისხლძარღვების ზრდის ადრეული ნიშნები აღმოაჩინეს, რაც მათ აფიქრებინებდა, რომ მას ნამდვილად შეეძლო გულში ახალი სისხლძარღვების ზრდის სტიმულირება. გარდა ამისა, გელში გულის კუნთის „რეპროგრამირებული“ ადამიანის უჯრედების დამატების შემდეგ, მათ სპონტანურად ზრდა და შეკუმშვა შეძლეს, რაც ადასტურებს, რომ ტექნოლოგიას ნორმალური გულის კუნთის ქსოვილის ზრდა შეუძლია.

ბრიტანეთის გულის ფონდის თანახმად, ექსპერიმენტში გამოყენებული გელი შედგება ამინომჟავების ჯაჭვებისგან, სხვაგვარად ცნობილი როგორც პეპტიდები. თავდაპირველად, სტრესის პირობებში, გელი მოქმედებს როგორც სითხე და მისი გულში შეყვანა შედარებით მარტივ პროცესს წარმოადგენს.

ამ ეტაპისთვის გუნდი მკურნალობის ტესტირებას თაგვებზე გეგმავს, რომელთაც გულის შეტევა გადაიტანეს. სწორედ ასე შეძლებენ იმის დადგენას, პრაქტიკაში რამდენად ეფექტური იქნება გელის გამოყენება. თანაც, ეს ახალი საინიექციო ტექნოლოგია პეპტიდების ბუნებრივ თვისებებს იყენებს, რათა ერთ-ერთი ის პრობლემა გადაჭრას, რომელიც წლების განმავლობაში აფერხებდა ამ ტიპის თერაპიას.

Art Weekend 2022 — საჯარო ლექციების ფესტივალი

საუკეთესო ავტობუსი, საუკეთესო სატვირთო და საუკეთესო ფურგონი – MAN-ის ტრიუმფი ETM Awards-ზე