in

GEM FEST წარმოგიდგენთ – Dixon @ Underwheel Club

13 ნოემბერს კლუბ „ანდერვილში“ Gem Fest წარმოგიდგენთ ცნობილ გერმანელ დიჯეის, Dixon-ს, რომელიც ზედიზედ ორი წელია Resident Advisor-ის მკითხველის საყვარელი დიჯეია. Dixon-თან ერთად დაუკრავენ Smailov, Gio Shengelia და Autumn Tree, ხოლო განათებაზე იზრუნებს Panorama Bar-ის Robert Grunwald.

Steffen Berkhahn -სთვის ელექტრონული მუსიკა არ ყოფილა ინტერესის პირველი მნიშვნელოვანი სფერო. წლების მანძილზე იგი სერიოზულად იყო დაინტერესებული ფეხბურთით, თუმცა ტრავმების გამო ვერ შეძლო პროფესიონალური ფეხბურთის თამაში. ამ ფაქტით ელექტრონულმა მუსიკამ ძალიან იხეირა, რადგან დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გამორჩეული დიჯეია, რომელიც აქტუალურობას არ კარგავს.

„16 წლის ასაკში ძალიან სწრაფად ვიზრდებოდი, თუმცა ჩემი ხრტილები ასე სწრაფად არ იზრდებოდნენ, რის გამოც მუხლი მუდმივად მტკიოდა. ტკივილის გამო სპორტულ აქტივობას ვერ ვახერხებდი. მითხრეს რომ სარეაბილიტაციოდ 9 თვე დამჭირდებოდა, თუმცა 2 თვის მეტი ვერ გავძელი და დავიწყე კლუბებში სიარული. მალე სპორტს საბოლოოდ ჩამოვშორდი, რადგან ახალი ინტერესის სფერო გამიჩნდა“ – საფეხბურთო ჟინი მოგვიანებით საფეხბურთო კლუბ FC Magnet Mitte-ში დაიკმაყოფილა, რომლის ვიცე პრეზიდენტიც გახდა, თუმცა მისთვის მთავარი პრიორიტეტი რომ ცალსახად ელექტრნული მუსიკა და კერძოდ დიჯეინგია ეს უკვე ნათელია.

ბერლინის კედელის დანგრევის შემდეგ ახალგაზრდებისთვის მუსიკა ერთ-ერთი მთავარი საკომუნიკაციო საშუალება გახდა. ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური იყო ტექნო კულტურა და ამ კულტურის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი, კლუბი Tresor, რომელსაც Berkhahn ხშირად სტუმრობდა. მიუხედავად ტექნოს დიდი გავლენისა, მისთვის უფრო საინტერესო უფრო მსუბუქი ჟღერადობის გახდა, სწორედ ამიტომ განსაკუთრებით დაინტერესდა ჰაუსით.

dixonG„თავიდან breakbeats ვუკრავდი, თუმცა სიმართლე რომ ვთქვა, არც ვიცოდი ამ მუსიკას რა ერქვა. მე უბრალოდ ვყიდულობდი ფირფიტებს ვუკრავდი მათ. მოგვიანებით მიხვდი, რომ უფრო მეტად ჰაუსმა დამაინტერესა და აქტიურად დავიწყე მისი დაკვრაც.“ 90-იანი წლების ბოლო და ახალი საუკუნის დასაწყისშიც Dixon ნაკლებად განიხილებოდა როგორც თანამედროვე ელექტრონული მუსიკის სცენის აქტიური ფიგურა, მისადმი ინტერესის გაზრდა დაკავშირებულია ლეიბლ Innervisions-თან, რომელიც მან Ame-სთან ერთად დაარსა 2005 წელს. ლეიბლს იდეალური დასაწყისი ჰქონდა, რადგან დაარსებიდან რამდენიმე თვეში მან უმასპინძლა Ame-ს და ზოგადად ლეიბლის ყველაზე პოპულარულ ტრეკს Rej-ს, რომელიც დღემდე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ კომპოზიციად ითვლება ელექტრონულ მუსიკაში. მოგვიანებით ლეიბლზე ძალიან საინტერესო კოლექტივი შეიკრიბა და Innervisions-ის დისკოგრაფიაში შეგიძლიათ ნახოთ Henrik Schwarz , Marcus Worgull, David August, Ten Walls, Agoria და სხვა წარმატებული არტისტების რელიზები.

Innervisions-ის ჟღერადობა იდეალურად ეხმიანება Dixon-ის ჟღერადობასაც, რადგან გერმანელი არტისტი მუდმივად უკრავს საკუთარი ლეიბლის ძველ თუ ჯერ კიდევ დაურელიზებელ კომპოზიციებს. ადვილი შესამჩნევია მისი ინტერესი ვოკალური ტრეკების და ხანგძლივი ბრეიქების მიმართაც, რაც მისი სეტების ყველაზე მთავარი მახასიათებელია.

ის ფაქტი, რომ კონკრეტულად Innervisions-ის საუნდი დღეს ძალიან აქტუალურია დასტურდება იმ მზარდი პოპულარობით, რომლითაც ამ ლეიბლის ქვეშ მყოფი არტისტები სარგებლობდნენ. Ame ცნობილი ჟურნალის Resident Advisor-ის მკითხველთა ერთ-ერთ ყველაზე დაფასებული დიჯეი და ლაივ აქტია, Dixon კი უკვე ზედიზედ ორი წელია იმავე Resident Advisor-ის გამოკითხვის საუკეთესო დიჯეებს უდგას სათავეში.

13 ნოემბერს Dixon-ს კომპანიონობას გაუწევენ უკრაინელი დიჯეი Smailov, ქართული სცენის ერთ-ერთი გამორჩეული დიჯეი გიო შენგელია და Greenebam & Leon-ის ერთ-ერთი წევრის, ლეონ ლოლიშვილის პროექტი Autumn Tree.

 

 

“INCANTO”-ს შემოდგომის ვნებების აღმძვრელი კამპანია

ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირებაში