in

Gemini-ის ერთ მოთხოვნაზე უკვე 10 ფოტო შეგიძლიათ დაამატოთ

Briano.ai
Briano.ai

ამბავი ასეთია — Gemini-ის აპლიკაციაში მომხმარებლებს თითოეულ მოთხოვნაზე ერთდროულად ახლა უკვე 10-მდე სურათის ატვირთვა შეეძლებათ  როგორც ვებზე, ისე ანდროიდსა და iOS-ზე. აქამდე კი თითოეულ მოთხოვნაზე მხოლოდ ერთი ფოტოს ატვირთვა იყო შესაძლებელი და თუ კიდევ ერთის დამატებას გადაწყვეტდით, გკითხავდათ, ხომ არ ჩავანაცვლოო…

ეს ამბავი Gemini-ის ჩაშენებულ კამერაზეც ვრცელდება. gemini.google.com-ზე კი გუგლი გვეუბნება: ზოგიერთი ფაილი არ აიტვირთება, რადგან ერთდროულად მხოლოდ 10-ის ატვირთვაა შესაძლებელი

განახლება ყველა ამჟამინდელ მოდელზე შეგხვდებათ, მათ შორის 2.0 Flash-ზე, 2.5 Flash-სა და 2.5 Pro-ზე. 

ქეთევან ხიზანიშვილის სტომატოლოგიური ცენტრი – პროფესიონალიზმის გარანტია

რას ნიშნავს პედაგოგებისთვის მასწავლებლის ეროვნული ჯილდო? – ინტერვიუ დაჩი ნანობაშვილთან