in

Gemini ახალი AI მოდელით ფოტოებს უკეთ დაარედაქტირებს

Lenovo
Lenovo

მომხმარებლებს ფოტოების რედაქტირების პროცესი რომ გაუმარტივონ, Google თავის Gemini-ის ჩეტბოტს ახალ AI სურათების მოდელს ამატებს — Gemini 2.5 Flash Image აპლიკაციის ყველა მომხმარებლისთვისაა უკვე ხელმისაწვდომი, ხოლო დეველოპერებს წვდომა Gemini API-ის, Google AI Studio-სა და Vertex AI-ის პლატფორმების დახმარებით შეუძლიათ, მიიღონ. 

ახალი AI სურათების მოდელი იმისთვისაა შექმნილი, რომ ფოტოებზე უფრო ზუსტი რედაქტირებები გააკეთოს, რაღა თქმა უნდა, აღნიშნული ჩვენთვის ჩვეული ენით მიწოდებულ ბრძანებებს დაეფუძნება. ამასთან, სახეების, ცხოველებისა თუ სხვა დეტალების თანმიმდევრულობაზეც იზრუნებს, რაც უნდა ითქვას, რომ საკმაოდ უჭირს სხვა ხელსაწყოებს — თუ ChatGPT-ის ან Grok-ს გოგონას მაისურის ფერის შეცვლას სთხოვთ, შესაძლოა, სახეც დაამახინჯოს და ფონზეც გარკვეული ცვლილებები შემოგთავაზოთ…

ვიზუალური ხარისხის საზღვრებს ვარღვევთ ისევე, როგორც მოდელის უნარს, მიჰყვეს ინსტრუქციებს… ეს განახლება რედაქტირების პროცესს მეტად შეუფერხებელს გახდის, მოდელის მიერ მოწოდებული შედეგები კი გამოსადეგი იქნება ნებისმიერი მიზნისთვის.

სავარაუდოდ, Gemini-ს ეს შესანიშნავი AI სურათების რედაქტირების ხელსაწყო OpenAI-სთან კონკურენციის გაწევაში დაეხმარება — ბოლო მონაცემებით, ChatGPT-ს ყოველკვირეული 700 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, როცა Gemini-ის შემთხვევაში 450 მილიონი ყოველთვიური მომხმარებელი გვხვდება… 

მართალია, ახლა ახალი სურათების გენერატორი მომხმარებლებს რეალისტური სურათების შექმნასა და რედაქტირებას გაუმარტივებს, მაგრამ ამასთან, კომპანია უსაფრთხოების საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. თუ ადრე Gemini-ის არაზუსტი სურათების გამო უწევდა ბოდიშის მოხდა, ახლა უკეთეს ბალანსს გვპირდება. ყალბი კონტენტის თავიდან არიდების მიზნით კი, AI-ის მიერ გენერირებულ სურათებსა და მის მიღმა არსებულ მონაცემებს, ვიზუალური ნიშნებიც დაემატება.

როგორ ვითარდება უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში? – ინტერვიუ ექსპერტთან

ელიტის პირველი AI ვიდეო – 29-წლიანი ისტორია ერთ სიუჟეტში