გუგლი დიდი ხნის მანძილზე ფიქრობდა, როგორ „დაეჭკვიანებინა“ AI, სწორედ ამის შედეგი იყო Gemini 2.0 Flash Thinking. ახლა კი წინ Gemini 2.5-ით მიიწევს. ყველა მოდელში ნერგავს და კომპლექსურ ამოცანებთან გამკლავებას გვპირდება. მეტიც, თავის ყველაზე ჭკვიან AI მოდელად გვაცნობს, რომელიც კარგ მოაზროვნედ შეგვიძლია ჩავთვალოთ. თუნდაც იმიტომ, რომ პასუხების გაცემამდე ბევრს ფიქრობს, შედეგიც უფრო ზუსტი და ხარისხიანია.
თუმცა, ეს აზროვნებისა თუ გაანალიზების უნარი ხელოვნური ინტელექტის შემთხვევაში ადამიანებისგან ცოტათი განსხვავებულად აღიქმება. უფრო მეტად ინფორმაციების გაანალიზების, ლოგიკური დასკვნების გაკეთების, კონტექსტსა თუ ნიუანსებზე მორგებისა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების უნარებს ეხება.
Gemini 2.5 Pro
Gemini 2.5 Pro Experimental LMArena-ს ლიდერთა სიაში გვხვდება, რომელიც ადამიანთა პრეფერენციებს ზომავს. ძლიერი მსჯელობისა და კოდირების შესაძლებლობებს ავლენს. ამასთან, მათემატიკურ და მეცნიერულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს:
გაუმჯობესებული მსჯელობის უნარი
როგორც ვიგებთ, 2.5 Pro მათემატიკასა და მეცნიერებაში ლიდერობს, უფრო ზუსტად, GPQA-სა და AIME 2025-ში. Humanity-ის Last Exam-ში კი 18.8%-ს გვთავაზობს:
გაუმჯობესებული კოდირების უნარი
ამ კუთხით დიდი ნახტომი შემოგვთავაზეს 2.0 მოდელზე, ახლა კი არსებული შედეგები 2.5-ში ვიზუალურად მიმზიდველი ვებაპლიკაციებითა და ე.წ აგენტური კოდის აპლიკაციებით უმჯობესდება, რასაც კოდის ტრანსფორმაციისა და რედაქტირების შესაძლებლობებიც ემატება.
ქვემოთ გაჩვენებთ, როგორ იყენებს გუგლის ახალი მოდელი თავის შესაძლებლობებს ვიდეოთამაშის შესაქმნელად:
მეტიც, დიდ მონაცემთა ნაკრებებს ამუშავებს და კომპლექსურ პრობლემებს უმკლავდება განსხვავებული საინფორმაციო წყაროებიდან, იქნება ეს ტექსტი, აუდიო, სურათი, ვიდეო თუ კოდირების მთლიანი საცავები.
ამ ეტაპისთვის Gemini 2.5 Pro ხელმისაწვდომია Google AI Studio-სა და Gemini Advanced-ის აპლიკაციაში, მალე კი ჩამონათვალს Vertex AI დაემატება. ხოლო ფასები შემდეგი კვირიდან გახდება ცნობილი…