in

Google Calendar-ის შეხვედრებისთვის Gemini უკვე დროს შეგარჩევინებთ

Lenovo
Lenovo

Gmail-ის მომხმარებლებს Google Calendar-ში შეხვედრების დაგეგმვა რომ გაუმარტივოს, გუგლი ახალ AI ხელსაწყოს ამატებს. Gemini ამჯერად Help me Schedule-ის ფუნქციის უკან დგას და მომხმარებლებს კალენდრის მიხედვით შეხვედრისთვის იდეალურ დროს შესთავაზებს, შემდეგ კი აღნიშნულს რეციპიენტს აჩვენებს.

თუმცა საწყისი ეტაპისთვის ეს მხოლოდ ერთი-ერთზე შეხვედრებზე გავრცელდება. ახალ AI ფუნქციაზე წვდომის მისაღებად Help me schedule-ის ღილაკს უნდა დააჭიროთ, რომელიც Gmail-ზე ელ.წერილის შედგენის ველში ქვევით გამოჩნდება. შემდეგ კი ხელმისაწვდომი დროის სხვადასხვა ვარიანტს შემოგთავაზებთ. ამ ჩამონათვალის დარედაქტირება ან ამოშლაც შეგეძლებათ შესაბამისი ღილაკით. ხოლო, როცა მას რეციპიენტს გაუგზავნით და იგი ჩამოთვლილი ვარიანტებიდან სასურველს აირჩევს, კალენდარში შეხვედრა ავტომატურად დაემატება.

მართალია, ბაზარზე უკვე არსებობს შეხვედრების მრავალი ასისტენტი და ავტომატური დაგეგმვის ხელსაწყოებიც, იქნება ეს Calendly, Doodle, Zoom, HubSpot თუ სხვები, მაგრამ გუგლი აღნიშნავს, რომ თავისი ხელსაწყო განსაკუთრებული Gemini AI-ის გამოყენებითაა, რომელიც ელ.წერილის კონტექსტს შეხვედრის დროების შესათავაზებლად იყენებს — მაგალითისთვის, თუ ვინმე მოგწერთ, რომ შემდგომი 30 წუთის დაჯავშნა სურს, შეხვედრების ასისტენტი მხოლოდ იმ ნახევარსაათიან დროის ინტერვალებს შემოგთავაზებთ, რომლებიც თქვენს გრაფიკს შეესაბამება. 

„ტრიუმფის 80 წელი“ – საქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით სუხიშვილების გამოფენა იმართება

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები