in

Google-ის თქმით, მათი საიდუმლო AI იარაღი ChatGPT-ს აჯობებს!

მოდით, პირდაპირ საიდუმლოს გამჟღავნებით დავიწყოთ — Google-ის DeepMind-ის ლაბორატორია ამჟამად ახალ AI სისტემა Gemini-ს ავითარებს და ამტკიცებს, რომ იგი ChatGPT-ის მეტოქეობას გაუწევს და დაამარცხებს კიდეც… ამ გეგმის სრულყოფისთვის კი ძველი ხელოვნური ინტელექტის პროგრამა AlphaGo-ს მომავალ LLM-სთან გაერთიანებას აპირებენ. AlphaGo-ში განსაკუთრებული ის არის, რომ ე. წ. გაძლიერებული სწავლების ტექნიკას ეფუძნება, სადაც პროგრამა რთულ პრობლემებს უმკლავდება.

რას ნიშნავს ეს? როცა განმეორებით მცდელობებს გვთავაზობს, ხელოვნური ინტელექტი, შედეგების გაუმჯობესების მიზნით, ითვალისწინებს უკუკავშირს, რომელსაც თითოეული მარცხისას იღებს — DeepMind-ს სურს, გუგლის მომავალ დიდ ენობრივ მოდელს დაგეგმვისა და სულ მცირე, კომპლექსური პრობლემების გადაჭრის უნარი ჰქონდეს. 

ხოლო თუ ამას გენერაციული ხელოვნური ინტელექტის უნართან გავაერთიანებთ, რაც ინტერნეტიდან ინფორმაციების მოძიებას გულისხმობს და მათ გარდაქმნას ჩვენი მსგავსი, ბუნებრივი ჟღერადობის მქონე ტექსტით, Gemini-ს ექნება პოტენციალი, გახდეს ყველაზე ჭკვიანი AI მთელ მსოფლიოში. ყოველ შემთხვევისთვის, იდეა ეს არის. DeepMind-ის თანადამფუძნებლის დემი ჰასაბის თქმით: თუ სწორად გაკეთდება, Gemini იქნება ყველაზე სასარგებლო ტექნოლოგია კაცობრიობისთვის, რომელიც ოდესმე შექმნილა“.

თანაც ამჯერად მათი ხელოვნური ინტელექტი განვითარების ფაზაშია, რისთვისაც რამდენიმე თვე კიდევ დასჭირდებათ. არსებული გეგმის სისრულეში მოსაყვანად Google-ს ბევრი ფულის დახარჯვაც მოუწევს, დაახლოებით 10-დან ასობით მილიონ დოლარამდე.

თუმცა ექსპერტები ამ საკითხს ცოტა სკეპტიკურად უყურებენ — მართალია, AlphaGo-მ სამაგიდო თამაშებში გამარჯვება თავისი ყველა შესაძლო სვლის დამახსოვრების უნარით მოახერხა, მაგრამ რამდენად შეძლებს კომპლექსური პრობლემების გადაჭრას ან კონტენტის გენერირებას? თანაც „AI ჰალუცინაციები“ კვლავ პრობლემად რჩება… ასეა თუ ისე, ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ, რამდენად გამართლდება გუგლის თამამი განცხადებები.

Puma ჰაილენდერების მხარდასაჭერად – სპორტული ბრენდი თავგადასავლების ფესტივალის პარტნიორია

მაიკროსოფტის Clippy დაბრუნდა, როგორც AI ასისტენტი