in

ChatGPT-ის შემდეგ, AI მასწავლებლის როლი Google-მა მოირგო — Gemini-ს Guided Learning-ის ხელსაწყო დაემატა!

ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად, გუგლი მოსწავლეებზე ზრუნვას აგრძელებს და მათ Gemini-ში Guided Learning-ის ხელსაწყოს სთავაზობს. AI მასწავლებლის მსგავსი ფუნქციაა, რომელიც იმისთვის შექმნეს, რომ ბავშვებს საკითხების გააზრებაში დაეხმაროს ნაცვლად პირდაპირ მზა პასუხების შეთავაზებისა.

ეს ამბავი Study Mode-ის ChatGPT-ში ჩაშვებას მოჰყვა, რომელიც ანალოგიურად კითხვებზე პირდაპირ პასუხებისთვის კი არა, იმისთვისაა შექმნილი, რომ მომხმარებლებს კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებაში დაეხმაროს. 

ამ ყველაფერს კი, საზოგადოების შეშფოთებასთან ერთად, ამ ორი კომპანიის წუხილიც უძღოდა, რომელიც AI ჩეტბოტების ნეგატიური როლის გააზრებას მოჰყვა სწავლის პროცესში. ზემოთ აღნიშნული სიახლეებით კი Google და OpenAI თავიანთი ჩეტბოტების რეპოზიციონირებას ახდენენ და მათ უკვე სასწავლო ხელსაწყოებად გვაცნობენ. 

Guided Learning-ის ხელსაწყოს დახმარებით Gemini პრობლემებს ნაბიჯ-ნაბიჯ დაშლის და განმარტებებს მომხმარებელთა საჭიროებებს შეუსაბამებს. პროცესში ფოტოებს, დიაგრამებს, ვიდეოებსა და ინტერაქციულ ქვიზებს გამოიყენებს, რათა მომხმარებლებს თავიანთი ცოდნის გამოცდაში დაეხმარონ, ნაცვლად პირდაპირ პასუხების მიწოდებისა. როგორც გუგლი ამბობს, ფუნქცია მომხმარებლებს კონცეფციის მიღმა არსებულ რატომ? და როგორ? კითხვებზე პასუხების გაცემაში დაეხმარება.

იქნება ეს ფერმენტების შესახებ გამოცდაში მომზადება თუ ფუტკრების როლის შესწავლა კვებით ჯაჭვში, Guided Learning თანამშრომლობითი აზროვნების პარტნიორია, რომელიც ყოველ ნაბიჯზე ამის გაკეთებაში დაგეხმარებათ

ახალი ფუნქციის გარდა, გუგლი გვეუბება, რომ Gemini-ის გაუმჯობესებაზე მუშაობს, რათა მომავალში უკეთ დაეხმაროს მომხმარებლებს სწავლაში. ამგვარად, მალე Gemini ავტომატურად დაურთავს ფოტოებს, დიაგრამებსა და YouTube ვიდეოებს თქვენს პასუხებს, რათა კომპლექსური თემების უკეთ გააზრებაში დაგეხმაროთ… 

შაორი სფეისი — გლემპინგი კოსმოსურ რაჭაში პლანეტების სახელებითა და ცისკენ მიმართული ტელესკოპით

როგორ შეგიძლიათ, შეასრულოთ გადარიცხვები საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკით