in

Gemini-ის ახალი ფუნქცია ილუსტრირებულ ზღაპრებს აგენერირებს

Google ფიქრობს, რომ დაძინებამდე ილუსტრირებულ წიგნებს დიდები და პატარები ახლაც დიდი სიამოვნებით გადაფურცლავენ, ამიტომაც ზღაპრების მაგიას ციფრული ელფერით გვთავაზობს — Gemini Storybook-ის ახალი ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მომენტალურად შექმნან სრულად ილუსტრირებული წიგნები და AI ზღაპრები 21-ე საუკუნეში შემოიტანონ. 

ახალი ფუნქცია უკვე Gemini-ის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი და ნებისმიერ ადამიანს საშუალებას აძლევს, ციფრული ზღაპრების 10-გვერდიანი წიგნი დააგენერიროს, რომელსაც ილუსტრაციებითა და სასურველი ნარატივით სრულყოფილს გახდიან. 

ერთი მოთხოვნით, ნახატითა თუ უბრალო ფოტოთი მოგზაურობიდან ამბავი წამებში ვითარდება ვიზუალებით, რომლებიც სხვადასხვა სტილს მოიცავს თიხით დაწყებული, პიქსელურ ხელოვნებამდე… Storybook როგორც დესკტოპ, ისე მობილურ აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი, 45 ენის მხარდაჭერასაც გვთავაზობს და ნარატივისთვის რამდენიმე არჩევანსაც.

Google ახალი ფუნქციის შემოქმედებით ხელსაწყოდ პოზიციონირებას გვთავაზობს, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია, გამოიყენოს, იქნება ეს მშობელი, რომელსაც შვილისთვის აბსტრაქტული იდეის ახსნა სურს, მასწავლებელი, რომელსაც სასწავლო მასალის შედგენა უნდა თუ სხვა პირი, რომელსაც უბრალოდ მოგონების ვიზუალურ ამბად ქცევა აქვს განზრახული. 

ნარატივში წამყვანი თქვენ მიერ ატვირთული მასალები იქნება, მათ შორის ბავშვების ნახატები და მოგზაურობის კადრები, მკითხველებს კი ტონის რედაქტირება, ნამუშევრების ხელახლა გენერირება ან ნარატივში მცირე ცვლილებების შეტანაც შეეძლებათ. თანაც პროცესი საკმაოდ ინტუიციურია.

ახალი ხელსაწყო Google-ის Imagen 2 მოდელზე მუშაობს, ზუსტად იმ ტექნოლოგიაზე, რომელიც Gemini-ის სურათების გენერირების ხელსაწყოების უკან დგას. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ილუსტრაციები ყოველთვის იდეალური არ გამოდის, ზოგიერთ პერსონაჟს ზედმეტი თითი ან უჩვეულო ანატომია შეიძლება, ჰქონდეს… მიუხედავად ამისა, მომხმარებლები მაინც აქტიურად იყენებენ მას. 

ასეა თუ ისე, Gemini-ის ახალი ფუნქცია Google-ის მცდელობის ნაწილია, ჩართოს ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ყოველდღიურ ციფრულ გამოცდილებებში. ამჯერად კი Storybook უნიკალურ და მოქნილ გზას გვთავაზობს ზღაპრების თხრობის ინტერაქციულ და ჩვენზე მორგებულ გამოცდილებად გარდაქმნაში.

მიიღე ორი გასაღები ერთის ნაცვლად – იდეა დეველოპმენტის საავტორო შეთავაზება, ახლა უკვე ბინის გასაღებით

„სილქის“ მობაილბანკს უკვე 200 000 მომხმარებელი ჰყავს