in

ამიერიდან Gemini უკეთეს სურათებს შექმნის

Briano.ai
Briano.ai

ამის თქმის საფუძველს სურათების რედაქტირების განახლებული ხელსაწყოები გვაძლევს. როგორც გავიგეთ, გუგლის Gemini-ის აპლიკაცია ახლა უკვე AI-ის მიერ გენერირებული სურათებისა და თქვენი ტელეფონიდან თუ კომპიუტერიდან ატვირთული ფოტოების რედაქტირების საშუალებას მოგცემთ. 45-ზე მეტი ენის მხარდაჭერას გვპირდებიან და გვეუბნებიან, რომ განახლებული ფუნქცია მომდევნო კვირებში ყველა მომხმარებლისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

თეორიულად, Gemini ახლა უკეთეს შედეგებს მოგვაწვდის. მრავალსაფეხურიან რედაქტირებას გვთავაზობს, რომელიც, კომპანიის თქმით, უფრო მდიდრულ და კონტექსტურ პასუხებს შემოგვთავაზებს თითოეულ ტექსტით თუ სურათით მიწოდებულ მოთხოვნაზე. Gemini-ის დახმარებით, თქვენ სურათებზე ფონების შეცვლას, ობიექტების ჩანაცვლებას, ელემენტების დამატებასა და კიდევ მრავალ რაიმეს შეძლებთ.

მაგალითად, შეგიძლიათ, Gemini-ზე ატვირთოთ პირადი ფოტო და მოთხოვნა, რათა დააგენერიროთ სურათი და გაიგოთ, როგორი იქნებით განსხვავებული ფერის თმებით ან სთხოვოთ, შექმნას ზღაპარი დრაკონებზე და მოგაწოდოთ ამ ამბის შესაფერისი ფოტოები, — ვკითხულობთ გუგლის ბლოგ-პოსტში.

ყალბ კონტენტზე თუ გეფიქრებათ, გეტყვით, რომ გუგლი Gemini-ის მიერ გენერირებულ ან რედაქტირებულ სურათებს უხილავ ნიშნებს დაამატებს. მომავლისთვის კი ეს ნიშნები ხილული გახდება, თუმცა, ეს ჯერ ექსპერიმენტების ფაზაშია…

ჰარვარდის პროფესორმა, არქის მოწვევით, გუნდის წევრებისთვის ტრენინგი ჩაატარა

თიბისი განაწილებით, ყოველი თვის წყვილ თარიღში, სურვილები რეალობად იქცევა