პირველი, რაც უნდა გითხრათ, ის არის, რომ გუგლმა Gemini Wear OS-ის საათებს დაამატა, ხოლო მეორე ამბავი ახალი Circle to Search-ის AI Mode ძიების გამოცდილებაში ინტეგრირებაა. Gemini ხელმისაწვდომი Pixel-ის, Samsung-ის, OPPO-ს, OnePlus-ისა და Xiaomi-ის საათებზე გახდება, რომლებიც Wear OS 4+-ზე მუშაობს. ეს ამბავი კი Google-ის გეგმის ნაწილია, ჩაანაცვლოს Google Assistant Gemini-თ ყველა მოწყობილობასა თუ პლატფორმაზე.
ჩეტბოტთან საუბრის დასაწყებად მომხმარებლებმა უნდა თქვან: Hey, Google, დააჭირონ საათის გვერდით ღილაკს ან Gemini-ის აპლიკაციას საათის ეკრანზე. შეუძლიათ მას ისეთი კითხვებიც დაუსვან, როგორებიცაა: „რამდენი ხნის მანძილზე უნდა მოვამზადო ბოსტნეული და რა ტემპერატურაზე?“ ან „დღეს ქოლგა დამჭირდება?“.

Gemini-ის აპლიკაციებში ამოცანების დასასრულებლადაც შეუძლიათ მიმართონ და სთხოვონ, შეაჯამოს ანასგან მიღებული ბოლო ელ.ფოსტა ან თუნდაც შვილის კონცერტები ჩასვას კალენდარში. მნიშვნელოვანი დეტალების დამახსოვრებაც შეგიძლიათ, მოსთხოვოთ, თუნდაც ეს სასურსათო მაღაზიაში გავლა იყოს სამსახურის შემდეგ.
რაც შეეხება Circle to Search-ს, ინფორმაციების ძიება კიდევ უფრო მარტივი გახდება, რადგან ეკრანზე ნებისმიერი რაიმეს მონიშვნა, შემოხაზვა თუ ხაზგასმა შეგეძლებათ მეტი ინფორმაციის მისაღებად. შედეგებში კი AI Overview-ც გამოჩნდება, სადაც მომხმარებლებმა უნდა ჩამოსქროლონ და Dive deeper with AI Mode აირჩიონ, დამატებითი კითხვებისა და ვიზუალური ძიებისას უფრო მეტის გასაგებად.
ამასობაში AI Mode-ის Google Lens-ში გამოყენებაც გამარტივდა და იგი უკვე გუგლის აპლიკაციაში ანდროიდსა და iOS-ზეა ხელმისაწვდომი. თუმცა ჯერ მხოლოდ ამერიკასა და ინდოეთში.
მეტიც, გუგლი გვეუბნება, რომ Circle to Search-ის გამოყენება ტელეფონზე თამაშის დროს შეუძლიათ, რათა მაგალითად ახალი პერსონაჟის იდენტიფიკაცია მოახდინონ ან გაიგონ, თამაშისას რომელია მოგებიანი სტრატეგია. AI Overviews-იც მეტად გამოსადეგი გახდება, რადგან ინფორმაცია უკვე მეტ ვიზუალს მოიცავს და საკვანძო ნაწილებად იქნება დაყოფილი.











