in

როგორ გამორთოთ Gemini-ს AI-ინსტრუმენტები თქვენს Google Docs-ში

Lenovo
Lenovo

Google აქტიურად ამატებს Gemini-ს ხელოვნური ინტელექტის ფუნქციებს საკუთარ სერვისებში, მათ შორის Google Docs-შიც. თუმცა ყველა მომხმარებელი არ არის დაინტერესებული AI-ინსტრუმენტების გამოყენებით და ზოგიერთისთვის ეკრანზე მუდმივად გამოჩენილი „Write with Gemini“ ფანჯარა მუშაობის პროცესს აფერხებს.

თუ თქვენც მსგავსი მომხმარებლების სიაში ხართ, საბედნიეროდ, Gemini-ს ამ ფუნქციის გამორთვა შესაძლებელია.

როგორ მოაშოროთ „Write with Gemini“ ფანჯარა Google Docs-ში

თუ დოკუმენტის გახსნისას ეკრანის ქვედა ნაწილში Gemini-ს ფანჯარა ჩნდება, მისი გამორთვა შემდეგნაირად შეგიძლიათ:

  1. დოკუმენტის ზედა მენიუში დააჭირეთ Gemini-ს.
  2. ჩამოსაშლელი მენიუდან აირჩიეთ Bottom Bar Preferences.
  3. გამორთეთ ქვედა პანელი (Bottom Bar).

ამის შემდეგ Gemini-ს ფანჯარა ეკრანის ქვედა ნაწილში აღარ გამოჩნდება.

როგორ გამორთოთ Google Workspace-ის A-ფუნქციები მთლიანად

Google Docs-ში AI-ინსტრუმენტების ინდივიდუალურად გამორთვის ნაცვლად, შესაძლებელია Google Workspace-ის „ჭკვიანი ფუნქციების“ (Smart Features) გათიშვაც.

ამისთვის:

  1. გახსენით Gmail.
  2. დააჭირეთ Settings-ის (⚙️) ხატულას.
  3. აირჩიეთ See all settings.
  4. გვერდზე ჩამოსქროლეთ და იპოვეთ Google Workspace Smart Features.
  5. დააჭირეთ Manage Workspace Smart Feature Settings.
  6. გამორთეთ Smart Features in Google Workspace.

ეს პარამეტრი გავლენას ახდენს Google-ის სხვადასხვა სერვისში ინტეგრირებულ AI-ფუნქციებზე, მათ შორის Google Docs-ის გარკვეულ Gemini-ინსტრუმენტებზეც.

რატომ მიმართავენ მომხმარებლები ამ მეთოდს

ბოლო პერიოდში Google Docs-ში AI-ფუნქციების რაოდენობა გაიზარდა. მომხმარებლების ნაწილს განსაკუთრებით აღიზიანებს ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა „Write with Gemini“ ან „Help Me Write“, რომლებიც ტექსტის წერის პროცესში ავტომატურად ჩნდება და დახმარებას სთავაზობს.

მიუხედავად იმისა, რომ Google ამ ფუნქციებს პროდუქტიულობის გასაზრდელად ქმნის, ბევრ მომხმარებელს ურჩევნია დოკუმენტებზე მუშაობა ხელოვნური ინტელექტის დამატებითი ჩარევის გარეშე. სწორედ ამიტომ, AI-ფუნქციების გამორთვის შესაძლებლობა მათთვის მნიშვნელოვანი არჩევანია.

NVIDIA-ს გენერალური დირექტორი ხელოვნური ინტელექტის მომავალსა და გამოწვევებზე

რატომ არის ხელმისაწვდომობა კარგი დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა?