Canon-ს ფოტოხელოვანებისთვის ახალი გამოწვევა აქვს. კამპანია THE LAB-ის ფარგლებში, რომელზეც ის სააგენტო Leo Burnett-თან ერთად მუშაობს, სიდნეის რესტორან Automata-ს უგემრიელესი კერძები და მენიუ არაჩვეულებრივი ფოტოების შთაგონების წყარო გახდა. რესტორნის შეფ-მზარეული კლეიტონ უელსი ზღვის პროდუქტებისგან კერძებს ნამდვილ ხელოვნების ნიმუშებად აქცევს, გემოსა და ხარისხის გარდა, მისთვის ვიზუალური მხარეც პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, უელსი დიდი სიამოვნებით დათანხმდა Canon-ის შემოთავაზებას და ჩაერთო კამპანიაში. სამი თვალებახვეული ფოტოხელოვანი, სამი განსხვავებული კერძი და მარტივი პირობა: კერძის აღქმა მხოლოდ მისი გემოთი უნდა ყოფილიყო შესაძლებელი. შემდეგ, ფოტოხელოვანებს კერძის გემო, საკუთარი შთაბეჭდილებების საშუალებით, ფოტოებად უნდა ექციათ.















