სმარტფონებისა და სოციალური ქსელების დროში ახალი უშუალო ურთიერთობების დაწყება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. ეს არც თუ ისე სასიამოვნო ფაქტი რეალურია ასობით ადამიანის გარემოცვაშიც კი. თუმცა, ერთი ჭიქა არაჩვეულებრივი ყავითა და მოძრავი სკამით დაწყებული ნაცნობობა ყველა წინააღმდეგობას გადალახავს. ეს მშვენიერი ინიციატივა Nescafé–ს ეკუთვნის, რომელზეც მან სააგენტო Publicis–თან ერთად იმუშავა. ბრენდმა მილანში გამოფენა Salone del Mobile-ის ფარგლებში თავისი წითელი სკამი დადგა და დამთვალიერებლებს გემრიელი ყავითაც გაუმასპინძლდა. როგორც კი Nescafé–ს სკამის ბოლოებში ორი ადამიანი დაჯდებოდა, სპეციალური ტექნოლოგიის საშუალებით, სკამი შევიწროვებას იწყებდა და უცნობებს შორის მანძილიც ქრებოდა. უჩვეულო მოულოდნელობით კი სახალისო ნაცნობობას და თბილ ურთიერთობასაც ეყრებოდა საფუძველი.