in

ჩაძირულ გემში 17 მილიარდი დოლარის საგანძური აღმოაჩინეს!

აქ ზურმუხტსა და ქვემეხებსაც კი შეხვდებით…

ჩვენ მე-18 საუკუნის გემზე ვსაუბრობთ, რომელიც კარტახენას სანაპიროსთან ჩაიძირა და მას შემდეგ არავის უნახავს… სავარაუდოდ, ესპანურ გემს 600 ადამიანი 200 ტონა საგანძურთან ერთად გადაჰყავდა, როდესაც იგი ბრიტანელებმა ჩაძირეს. ეს 1708 წელს უნდა მომხდარიყო. კოლუმბიის ეროვნულმა საზღვაო ფლოტმა კი ახლა დისტანციური მართვის მანქანა (ROV) გამოიყენა, რათა სან-ხოსეს გალეონისთვის ფოტოები და ვიდეოები გადაეღო. 

M2
M2

საუკეთესო კადრების მოსაპოვებლად ROV თითქმის 900 მეტრის სიღრმეში ჩაეშვა და ჩაძირული გემის მონიტორინგისთვისაც კი მოემზადა. ხოლო 2013 წელს კოლუმბიამ გემის ჩაძირვისა და არსებული კონტენტის შესახებ საკუთრების უფლება მოიპოვა, რადგან ის ქვეყნის საზღვრებში იყო და არსებულ კანონებსაც უნდა დაჰქვემდებარებოდა. თუმცა ესპანეთი მიღებულ გადაწყვეტილებას გემის წარმოშობის მიზეზით უპირისპირდება. იმასაც ვარაუდობენ, რომ საქმე კიდევ უფრო გართულდება, რადგან ძვირფასი ნივთები სამხრეთ ამერიკის ქვეყნებმა მოიპარეს… 

დიახ, გალეონის მიმართ ინტერესს სწორედ 200-ტონიანი საგანძური ამძაფრებს. კოლუმბიის საზღვაო ძალებმა გემი 2015 წელს აღმოაჩინეს და მის შესახებ ყველაზე მეტ ინფორმაციასაც ფლობენ. მათი თქმით, გემში ოქროსა და ვერცხლის მონეტები, ზურმუხტი და ჩინური კერამიკაც კია. აქვე შეხვდებით უძველეს ხმლებსა და 64 ქვემეხს, რომელთაც ისტორიული ღირებულებაც აქვთ. სან-ხოსეს ქვემეხებზე აღმოჩენილი წარწერები ცხადყოფს, რომ ისინი 1655 წელს ესპანეთში, სევილიასა და კადიზში დაამზადეს. უკვე აღმოჩენილი საგანძურის მთლიან ღირებულებად კი დღეს 17 მილიარდ დოლარს ასახელებენ. ამიტომ, გასაკვირი არც უნდა იყოს, რომ მას გემის ჩაძირვის წმინდა გრაალიცეწოდა. 

საინტერესოა ისიც, რომ კონკრეტული შედეგები შესაბამისი დაწესებულებების მიერაც დადასტურდა.

ეს აჩვენებს, რომ ჩვენი შესაძლებლობები ძლიერია და საშუალებას მოგვცემს, დავიცვათ ეს ჩაძირული მემკვიდრეობა. იდეა მისი აღდგენა და მომავალში მის ამოსაღებად დაფინანსების მოპოვებაა. ეს საგანძური ერთიანი მემკვიდრეობაა, მთლიანი უზარმაზარი საგვარეულო სიმდიდრეა, რომელიც არ შეიძლება გაიყოს, — აცხადებს ივან დუკე მარკესი, კოლუმბიის რესპუბლიკის პრეზიდენტი.

ტოკიოში „ჰარი პოტერის“ კაფე გაიხსნა

„ზიგზაგი“- ახალი გამაგრილებელი სასმელი „ნატახტარისგან“- თავისუფლება ერთი გემოს ჩარჩოსგან