in

ცივად დამზადებული ქართული კრისპის შეფუთვა, რომელზეც Kollektiv-მა იმუშავა

„გემუანმა“ ცივად გამომშრალი ხილ-ბოსტნეულის კრისპის შესაფუთად, სააგენტო Kollektiv-ს მიმართა. შემოქმედებითი ჯგუფის ამოცანა იყო შეფუთვაში პროდუქტის გემო და სარგებლიანობა მაქსიმალურად წარმოეჩინათ. ვიზუალურ ბრენდინგში ფერთა სიუხვეც სწორედ იმ ხილ-ბოსტნეულის მრავალფეროვნებას უკავშირდება, რაც „გემუანისთვისაა“ დამახასიათებელი. შეფუთვაზე, ხილ-ბოსტნეულის სახით, პერსონაჟებია გაცოცხლებული, თავად ვიზუალური გადაწყვეტა კი, ახალგაზრდულ შთაბეჭდილებას ტოვებს. ნამუშევარზე Kollektiv-ის გუნდის წევრები გვიყვებიან.

M: რა იყო სააგენტოს ბრიფი?

გემუანის კრისპი 100% ნატურალური, ყინვით გამშრალი ხილი და ბოსტნეულია. დანამატების, კონსერვანტების, შაქრისა და დამატკბობლების გარეშე. იგი ინარჩუნებს ნედლ ხილში არსებულ 98% ვიტამინებსა და ნუტრიენტებს. სწორედ ამ და ნატურალურობის და ტექნოლოგიური პროცესის ჩვენება იყო ჩვენი მთავარი ამოცანა.

M: რას გულისხმობს ვიზუალური ბრენდინგის ასეთი გადაწყვეტა?

თითოეული პროდუქტისთვის შევქმენით ქალღმერთი რომელიც კონკრეტულ ხილს და ბოსტნეულს წარმოაჩენს. სწორედ მათი განსაკუთრებული ძალის დამსახურებით ვიღებთ გემუანის უმაღლესი ხარისხის კრისპებს. პროდუქტის ტექნოლოგიური მრავალფეროვნებისა და ნატურალურობის საჩვენებლად შეფუთვა გავამდიდრეთ მრავალი ფერით რომელმაც კიდევ უფრო თვალშისაცემი და მიმზიდველი გახადა შეუთვა. ვინაიდან სტილში საქმაოდ ბევრი ელემენტი ფიგურირებს გადავწყვიტეთ ვორდმარკის გაკეთება რომელიც საერთო სტილში გამოყენებული სიმრგვალეებისა და გეომეტრიის ჰარმონიული გაგძელება გახდა.

Team
___
Designer/Motion Graphics – გიორგი ჯანანაშვილი
Illustrator/Art Director მარი კახურიშვილი
Illustrator/Art Director – გიორგი კალმახელიძე
Creator/Art Director – ბუბა რადიანი
Account – Mozaika


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

„ისწავლე და იშოვე” – LEMA-ს სწავლების ახალი მოდელი

თეგეტა უკრაინელ მექანიკოსებს დაასაქმებს