in

Z-თაობის წარმომადგენელთა ქცევა კაპიტალიზმს უფრო ეთიკურს გახდის?

მსხვილმა კომპანიებმა, როგორიცაა Netflix და Twitter, რასობრივი სამართლიანობის მხარდასაჭერად, ფულადი სახსრები შავკანიან მესაკუთრეთა ბანკებში გადაიტანეს. კვლევამ აჩვენა, რომ ზოგადად, მომხმარებლები და განსაკუთრებით – ახალგაზრდები იმ ბრენდების ერთგულები რჩებიან, რომლებიც „სამართლიანი დეპოზიტების“ მოძრაობას უერთდება. ეს იმის ნიშანია, რომ ახალგაზრდა მომხმარებლების მოსაზიდად, კომპანიებისთვის სოციალური საკითხები პრიორიტეტი უნდა გახდეს და სწორედ ამის შესაბამისად იმოქმედონ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

უფრო გარკვევით რომ ვთქვათ, წარმატების მიღწევაში ბრენდს გარემოზე ზრუნვა დაეხმარება. ამას შეგნებულ კაპიტალიზმს (Conscious Capitalism) უწოდებენ. ნაცვლად კაპიტალიზმის სტანდარტული მოდელისა, სადაც ამოსავალი წერტილი მხოლოდ აქციონერთა (shareholders) მოგების გაზრდაა, შეგნებული კაპიტალიზმი ყველა დაინტერესებული მონაწილის (stakeholders) – აქციონერების, თანამშრომლების, მომხმარებლების, მომწოდებლების, მთელი საზოგადოების – ინტერესისა და მოგების გათვალისწინებას გულისხმობს.

რატომ „სამართლიანი დეპოზიტების“ მოძრაობა?

ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა და ლიდერებმა ნათლად გააცნობიერეს საშინელი უსამართლობა და ეკონომიკური უთანასწორობა, რომელსაც აფრო-ამერიკელები ითმენენ. აფრო-ამერიკელებისთვის იპოთეკური სესხის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევები 2-ჯერ უფრო მეტია და დასტურის შემთხვევაში სესხისთვისაც, როგორც წესი, უფრო მეტის გადახდა უწევთ, თეთრ ამერიკელებთან შედარებით.

როგორ უყურებენ მომხმარებლები სამართლიანი დეპოზიტების საკითხს? – კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებელთა ერთი მეოთხედი მზად არის, დამსაქმებელ კომპანიას სთხოვოს, ეკონომიკური უთანასწორობის აღმოფხვრისთვის ბრძოლაში, Netflix-ისა და Twitter-ის გზას მიჰყვეს.

შეგნებული კაპიტალიზმი ახალგაზრდა მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უფრო ასაკიანებისთვის. რიცხვებით რომ ვთქვათ, მომხმარებელთა მოტივაცია შეგნებული კაპიტალიზმისკენ 3-4-ჯერ მეტია 45 წლამდე ასაკის ამერიკელებში. უფრო ზუსტად, 45 წლამდე ასაკის ამერიკელთა 56-მა პროცენტმა, რომლებიც სხვადასხვა რელიგიური საზოგადოების მიმდევრები არიან, თქვეს, რომ Netflix-ის მაგალითს, ისურვებდნენ, რომ თავიანთი რელიგიური ორგანიზაციაც მიჰყვეს. კონტრასტისთვის, 45 წელს ზევით ამის მომხრე 13% გახლდათ. ეს განსხვავება კიდევ უფრო ექსტრემალურია მდიდარ ამერიკელებში. 45 წლამდე ასაკის ინვესტორების ოთხმოცი პროცენტი ამბობს, რომ ისინი პირადად გადაიტანენ თავიანთი აქტივების მინიმუმ ერთ პროცენტს ან 10,000 აშშ დოლარს სამართლიან დეპოზიტებში, როცა 45 წლის ზემოთ მხოლოდ 13% გამოხატავს ამის სურვილს.

ამ მოძრაობაში საყურადღებოა ის, რომ ეს არ არის სიმდიდრის გადანაწილება, ესაა კაპიტალისა და შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის უფრო სამართლიანი დონე. და როგორც „გოლდმან საჩის“ ურბანული ინვესტიციების ხელმძღვანელი, მარგარეტ ანადუ ამბობს: „რასობრივი სიმდიდრის უფსკრული რომ ამოივსოს, კერძო კაპიტალი უნდა ჩაერთოს გადაწყვეტილებებში, რადგან ის ჩვენს ქვეყანაში სიმდიდრის შექმნის წამყვანი ძალაა”.

იმისათვის, რომ ბანკებმა მეტი დეპოზიტი აიღონ, კომპანიებმა, ინსტიტუციონალურმა და ინდივიდუალურმა ინვესტორებმა ბანკში უნდა ჩადონ მეტი ინვესტიცია. ამ ინვესტიციების გასამართლებლად კი, კომპანიებს აქვთ სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივები და ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი) ურთიერთდახმარების ფონდები, რომელთა გაფართოების შემთხვევაშიც, უფრო ეფექტური იქნება ბრძოლა რასობრივი ეკონომიკური უსამართლობის ჩამოსაშლელად.

თუმცა მთავარი, რაზეც ამ სტატიაში ვსაუბრობთ, არის Z-თაობა, ის ახალგაზრდები, რომელთა დამოკიდებულებებსაც ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. ბიზნესი, რელიგიური საზოგადოებები და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ამ პროცესში, სამართლიანი დეპოზიტების მოძრაობაში არ ჩაერთვებიან, სავარაუდოდ, დაკარგავენ ახალგაზრდა მომხმარებლებსა თუ წევრებს. ყველა ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს სტრატეგია მომავალი თაობის მომხმარებლების გულის მოსაგებად. ამ ამბავში კი, კარგი ისაა, რომ ეს თაობა საზოგადოებრივ სიკეთეებზე მეტადაა კონცენტრირებული და შესაბამისად, მათ ინტერესებზე მორგება კიდევ სხვა სასარგებლო ინიციატივების წინაპირობა გახდება.

წყარო: HBR



პატარა იოდას ახალი სათამაშო, რომელიც ხელოვნური ინტელექტით ფუნქციონირებს

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ყველაზე შორეული გალაქტიკა აღმოაჩინეს