in

თაობა, რომელიც ქმნის Bolt-ს! – ინტერვიუ კომპანიის ზეტ თაობის თანამშრომლებთან

Bolt-ს ყველანი იმ კომპანიად ვიცნობთ, რომელიც კომფორტულ საავტომობილო სერვისს გვთავაზობს როგორც ქალაქში გადაადგილებისთვის, ისე საკვების გამოძახების მიმართულებით. თუმცა, ჩვენი წარმოდგენა კომპანიის შესახებ, თითქოს არ სცდება იმ მწვანე ხატულას, რომლითაც სმარტფონებზე Bolt-ის აპი ჩანს. ჩვენ ვერ ვხედავთ იმ ადამიანებს, რომლებიც მის უკან დგანან და თითოეულ დეტალს განსაზღვრავენ საიმისოდ, რომ საჭირო სერვისები დისტანციურად მივიღოთ. რეალურად, კომპანიას უზარმაზარი გუნდი ჰყავს, სადაც ყოველდღიურად ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ იყოს წარმატებული მათ მიერ მოწოდებული სერვისები ხანგრძლივ პერსპექტივაში, როგორ იპოვონ გამოსავალი რთულ სიტუაციებში და მოძებნონ საუკეთესო ტექნიკური გადაწყვეტა სხვადასხვა საკითხში.

კომპანიის დიდ გუნდში განსაკუთრებული როლი აქვთ ზეტ თაობის წარმომადგენლებს. აქ მუშაობენ ადამიანები, რომლებიც, მიუხედავად მათი ახალგაზრდა ასაკისა, ლიდერულ უნარ-ჩვევებს ამჟღავნებენ, რითაც საზოგადოებაში გავრცელებულ მრავალ სტერეოტიპს ამსხვრევენ. ამ სტატიაში მათგან ორ წარმომადგენელს გაგაცნობთ, რომლებთანაც Bolt-ში მოხვედრის ისტორიაზე და მათ ხედვებზე ვისაუბრეთ.

ნათია გასიტაშვილი – პირველი ქალი თანამშრომელი ოპერაციების დეპარტამენტში

ნათია გასიტაშვილი მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის ლიდერია. კომპანიაში პანდემიის დროს, 2020 წელს მოვიდა და მუშაობა ოპერაციების სპეციალისტად დაიწყო, თუმცა მას შემდეგ მუდმივად ვითარდება – ჯერ უფროს სპეციალისტად დაწინაურდა, შემდეგ აქტივაციების მენეჯერად, ბოლოს კი მიმდინარე პოზიციაზე. ის ამბობს, რომ Bolt წინსვლის საშუალებას ყოველთვის იძლევა.

პირველად, როცა ოფისში მივედი, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება გარემომ და იმ ატმოსფერომ მოახდინა, რაც იქ დამხვდა. ყველა იყო სუპერ მეგობრული და რა კითხვაც არ უნდა დამესვა, დიდი ენთუზიაზმით მპასუხობდნენ. სხვა სამუშაო გამოცდილებებისგან განსხვავებით, ეს ის ადგილი იყო, სადაც პირველად ვიგრძენი, რომ კომპანია ზრუნავდა თანამშრომლის კეთილდღეობაზე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ოპერაციების გუნდში პირველი გოგო მე ვიყავი და ეს პერიოდი განსაკუთრებით ემოციურად მახსენდება. 

ის ღირებულებები, რომლებზეც კომპანია დგას, არის: ურთიერთპატივისცემა, თავისუფლება და ნდობა. ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთის მოსაზრებებს, თუნდაც სრულიად განსხვავებულს. ყოველთვის ვუსმენთ ერთმანეთს საკუთარი აზრის დაფიქსირებისას. ყველას აქვს შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი შეხედულება და საერთო შედეგამდე მსჯელობით მივდივართ. 

ზოგადად, ლიდერის პოზიცია ერთ-ერთი დიდი პასუხისმგებლობაა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, რადგან ლიდერი პირველ რიგში ზრუნავს თავისი გუნდის წევრებზე და შემდეგ საკუთარ თავზე. ამიტომ, თუ ჯერ საკუთარი თავი არ გიპოვია, რთულია ლიდერის პოზიციის დაკავებაც. ბევრი ახალგაზრდა, მით უმეტეს Gen Z-ები, ძიების პროცესში არიან, რაც საქმეს უფრო ართულებს, თუმცა, მე ვფიქრობ, როცა კონკრეტული მიზნები გაქვს დასახული და უნარებიც ხელს გიწყობს, იქ უკვე ასაკს მნიშვნელობა აღარ აქვს. 

პირადი გამოცდილებით, სხვებს ვურჩევდი, რომ დავალებები მაშინვე ჩაინიშნონ კალენდარში, დააპრიორიტეტონ კვირის მიხედვით და საკუთარ თავს რაც შეიძლება მოკლე დედლაინები დაუწესონ, რომ ძალიან არ გაეწელოთ საქმე. ყოველთვის ღია ჰქონდეთ კალენდარი, რათა მარტივად შეხედონ კვირის გეგმას და ეფექტურად გადაანაწილონ საქმეები სამუშაო დატვირთვის შესაბამისად”.

ოთო ბენდელიანი – Marvel-ის სუპერგმირებზე შეყვარებული ლიდერი Bolt-იდან

ფოტო: დავით ჭალიძე

ოთო ბენდელიანმა თავისი მეოცე იუბილე 2019 წლის ნოემბერში Bolt-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის ვაკანსიაზე გასაუბრებით აღნიშნა. საჩუქარმაც არ დააყოვნა, რამდენიმე დღეში ის სამსახურში აიყვანეს. როგორც Gen Z-ის ნამდვილ წარმომადგენელს შეეფერება, ოთო ძიების პროცესში იყო და არ ფიქრობდა, რომ კომპანიაში დიდხანს შეძლებდა გაჩერებას, თუმცა გუნდის გაცნობის შემდეგ მიხვდა, რომ ეს ის ადგილი იყო, რომელსაც თავის ყოველდღიურობას მარტივად დაუკავშირებდა. მას შემდეგ ოთო  Bolt-ის განუყოფელი ნაწილია. მას ძალიან უყვარს Marvel-ის სუპერგმირები, რომლებსაც უნიკალურ სიძლიერესთან ერთად, მათი სისუსტითაც აფასებს და თვლის, რომ ყველაზე დიდი სუპერძალა ადამიანად ყოფნის უნარია, რადგან ეს უსაზღვრო შესაძლებლობებსა და თავგადასავლებს ნიშნავს. 

ზოგადად, როცა Gen Z-ის წარმომადგენელი ხარ, რამდენიმე, ფართოდ გავრცელებულ სტერეოტიპთან გიწევს შეჯახება. მათ შორის, ყველაზე აქტიურად აპელირებენ გამოცდილების ნაკლებობაზე, რაც ახალგაზრდა ასაკიდან გამომდინარე, სულაც არ არის გასაკვირი. ხშირად შემიმჩნევია, რომ Gen Z ტალანტებს ხშირად სულსწრაფობასა და მოუთმენლობაზე მიუთითებენ, ასევე სამუშაო ეთიკის, პუნქტუალობის არარსებობაზე…შემიძლია ვთქვა, რომ სტერეოტიპები დამსხვრევადია, თანაც დომინოს პრინციპით. ამას თამამად ვამბობ, რადგან Bolt საქართველოს გუნდის 70%-ზე მეტი Gen Z თაობის წარმომადგენელია. 

ჩემი პირადი გამოცდილება, ვფიქრობ, კარგად ასახავს შესაძლებლობების ზღვას, რომელსაც Bolt დასაქმებულებს სთავაზობს. მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდში 3 თვიანი მუშაობის შემდეგ, კომპანიამ შემომთავაზა, ბიზნეს მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელება, რასაც სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან პირდაპირ პასუხობდა ჩემს კარიერულ ხედვას – ეს კი მენეჯმენტისთვის შესამჩნევი და ცნობილი იყო, რადგან საკმაოდ დიდი ყურადღება ეთმობოდა დასაქმებულის ინდივიდუალურ ინტერესებსა და შესაძლებლობებს. თითქმის ორი წლის განმავლობაში, კომპანიაში არსებული კარიერული განვითარების სისტემიდან გამომდინარე, ახალ-ახალ გამოწვევებს ვხვდებოდი და კიდევ უფრო მეტ კომპეტენციაში ვახერხებდი ჩემი პერფორმანსის წარმოჩენას. საბოლოოდ, კი 2021 წლის ოქტომბრიდან, მაშინ ჯერ კიდევ 21 წლის ვიყავი, პასუხისმგებლობითა და გამოწვევებით სავსე, მაგრამ ძალიან მომხიბლავი წინადადება მივიღე და დავთანხმდი, რადგან ვიცოდი, რომ ამ ახალ თავგადასავალში მუდმივად მექნებოდა ჩემი კომპანიის ზურგი და მხარდაჭერა – მიმდინარე წლის ოქტომბერში, ორი წლის იუბილეს აღვნიშნავ ბიზნეს მიმართულების ლიდის პოზიციაზე.  

მართალია, რთულია ახალგაზრდა ასაკში ლიდერული პოზიციის დაკავება, რადგან ასეთ დროს არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ გუნდის თითოეული წევრის განვითარებაზე, პერფორმანსსა და შედეგებზე ხარ პასუხისმგებელი, მაგრამ სირთულეებთან ერთად, ახალგაზრდა ასაკში ლიდერული პოზიციის დაკავებას თან ახლავს ახალი პერსპექტივების გახსნა, ცვლილებებისადმი მარტივი ადაპტირება, ახალი ტექნოლოგიებისა და ტენდენციებისადმი ბუნებრივი მიდრეკილება, ნეთვორქინგის ზრდა,  მუდმივი სწავლა და განვითარება”.

ჩვენს რესპონდენტებთან საუბარმა მიგვახვედრა, რომ Bolt-ის გუნდში ყოფნა ერთი დიდი თავგადასავალია. ის საშუალებას გაძლევთ, სასურველი მიმართულებით განვითარდეთ, გამოიმუშაოთ ლიდერისთვის საჭირო უნარები, ისწავლოთ დროის მენეჯმენტი, კომუნიკაცია და რთულ სიტუაციებზე რეაგირება. ეს ის ადგილია, სადაც მაშინ უნდა მიხვიდეთ, თუ რაღაც ისეთის შექმნის სურვილი გაქვთ, რაც გავლენას მოახდენს ათასობით მომხმარებელზე; თუ თქვენი მთავარი ღირებულებები ინტეგრირებულობასა და ურთიერთპატივისცემაზე გადის. 

[R]

„მოასწარი ზაფხული“ — ლიბერთის ახალი აქცია არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე დაიწყო

კომპანია ,,არტიტექსს” ახალი მმართველი პარტნიორი ჰყავს!