ეკონომიკური პირობები გლობალურად უმჯობესდება, მაგრამ ეს ზეტ თაობის აღფრთოვანებას ვერ იწვევს. ამერიკის შეერთებულს შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოში ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპისა და საპროცენტო განაკვეთების შემცირების პროგნოზების მიუხედავად, ამერიკელ და ბრიტანელ ზეტ თაობა მომხმარებელთა შორის ეკონომიკური ოპტიმიზმი შემცირდა.
გავარკვიოთ რა აყალიბებს ზეტ თაობის პესიმიზმს და მარკეტინგს რა შეუძლია მოიმოქმედოს ამ გამოწვევის წინაზე.
ზეტ თაობა ხარჯებს ბევრად კონსერვატიულად უდგება და პრიორიტეტს ისეთ ბრენდებს ანიჭებს, რომლებიც ფასთან ერთად შედარებით მაღალ ხარისხს აწვდით. კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 40%-მა განაცხადა, რომ ისინი პესიმისტურად არიან განწყობილნი ეკონომიკის მომავლის მიმართ გასულ წელთან შედარებით და მხოლოდ 30%-მა თქვა, რომ ოპტიმისტურად უყურებენ აღნიშნულ საკითხს.
SheerID-ის გამოკითხვისას თითქმის ყველა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ ისინი შესყიდვების პოლიტიკას ცვლიან, კერძოდ მაქსიმალურად ამცირებენ ხარჯებს და მხოლოდ საყვარელ ბრენდებს აქცევენ ყურადღებას. უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, რესპონდენტთა 42%-მა განაცხადა, რომ ისინი ბიუჯეტს ამცირებენ, 31% აღნიშნავს, რომ ყიდულობს ბევრად იაფი ბრენდების პროდუქციას, ხოლო დანარჩენი მხოლოდ საჭირო ნივთების შეძენით კმაყოფილდება.
გამოკითხულთა ნახევარმა აღნიშნა, რომ კონკრეტული ფასები ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ბრენდის კონკურენციისგან გამოსარჩევად. შესაბამისად, მარკეტერებს ამ საკითხის მიმართ ყურადღების გამახვილება მართებთ.
რა თქმა უნდა, ზეტ თაობას სურს, ბრენდებმა დინამიკური მარკეტინგული კონტაქტი დაამყარონ მათთან. უპირველესად, ბრენდმა ყურადღება უნდა მიანიჭოს ეფექტურ ფასებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს მათ შემცირებას. სტრატეგიული რეკლამის ერთ-ერთი ტიპი, რომელიც უნდა განიხილონ, არის დახურული, ექსკლუზიური შეთავაზება. გამოკითხულთა უმრავლესობის პასუხებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზეტ თაობა ბევრად დადებითად შეხვდება სპეციალურად ზეტ თაობისთვის მოფიქრებულ ფასდაკლებას.
მაგალითად, Spotify აწარმოებს დახურულ შეთავაზებას. კოლეჯში ჩარიცხვისას ან უბრალოდ ასაკის დადასტურების შემდეგ, ამ კატეგორიის მსმენელები 50%-იან ფასდაკლებას იღებენ. როგორც გამოჩნდა, კონკრეტული ფასებისა და სტრატეგიული აქციების სწორი ნაზავით, მარკეტოლოგებს შეუძლიათ ზეტ თაობა საკუთარ მომხმარებლად აქციონ და ამასთანავე, იზრუნონ მათ ფინანსურ კეთილდღეობაზე.