in

ახლა Gen-Z -ის დროა! რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ?!

„მილენიალები“ უკვე წარსულია. ახლა Gen-Z-ის, ანუ 1990-იანების შუა წლებში დაბადებულების დროა. ისინი ახალგაზრდები, შრომის უნარიანები და პრაგმატულები არიან. ისწრაფვიან ფინანსური სტაბილურობისკენ. დიახ, ეს თაობა უკვე გაიზარდა და ჩვენი კოლეგები გახდნენ. რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ? როგორები არიან ცხოვრებაში, სამსახურში, საქმეში?

pasha-statiebi
pasha-statiebi

Gen-Z-ის წარმომადგენლები, როგორც წესი, უფრო ნაკლებ ალკოჰოლს იღებენ და მეტ სირფთხილეს იჩენენ შემთხვევითი სექსუალური კავშირების დროს, ვიდრე წინა თაობა, ამ ასაკში. ანუ პასუხისმგებლობის სერიოზული განცდა გააჩნიათ. ის ფაქტი, რომ მათ შორის მართვის მოწმობა ძალიან ცოტას აქვს, Gen-Z-ის წინდახეულობაზე მეტყველებს. „სმარფონმა“ მათ ცხოვრების აბსოლუტურად განსხვავებული წესი შესთავაზა – სახლიდან გასვლაც კი არ სჭირდებათ, სოციალურად აქტიურები რომ იყვნენ. შესაბამისად, არ აქვთ გამოცდილება ადამიანებთან პირისპირ კონტაქტის. მეორე მხრივ ეს, ალბათ, უკეთესია – ნაკლები პრობლემები აქვთ.

არ აინტერესებთ თვითდასაქმება, სამაგიეროდ, აინტერესებთ ფინანსები 

ამ თაობის წარმომადგენლებს სურთ ფინანსური უსაფრთხოება. თუმცა, საკუთარი კომპანიის შექმნაზე არ ფიქრობენ. ურჩევნიათ, რომელიმე დიდ ორგანიზაციაში იმუშაონ და კარიერულ კიბეზე ნაბიჯ-ნაბიჯ წაიწიონ წინ. მათ შორის ყველაზე უფროსი, შესაძლოა, 23 წლის იყოს, მაგრამ დამოუკიდებლად რაიმე საქმის წამოწყების სურვილით ნაკელბად გამოირჩევიან. ამას თავის ახსნა აქვს – Gen-Z-ის წარმომადგენლებს არ უყვართ რისკი. სტაბილური სამსახური მათთვის სტაბილურ შემოსავალს ნიშნავს.

უფრო დამოუკიდებლები არიან, ვიდრე წინა თაობა

Gen-Z-ელები ბევრად დამოუკიდებლები და განსხვავებულები არიან, ვიდრე, თუნდაც, წინამორბედი, „მილენიალები“. ისინი ხომ აბსოლუტურად სხვა რეალობაში გაიზარდნენ, რეალობაში სადაც გაცილებით მეტი მიმღებლობაა განსხვავებული შეხედულების, ცხოვრების წესის თუ იდეოლოგიის მიმართ, სადაც მეტად აფასებენ თავისუფლებას დაც დილობენ, ერთმანეთის პირადი სივრცე არ დაარღვიონ.

ისინი ინდივიდები არიან 

სიტყვა და ცნება „თაობა“ შეცდომაში ნუ შეგიყვანთ. შესაძლოა, ბევრი რამ აერთიანებთ, მაგრამ თითოეული ცალკე პიროვნება და ინდივიდია. ამიტომ, ნუ აღიქვამთ, მათ როგორც ჯგუფს, სადაც ყველა ერთიანია. ნებისმიერ სოციუმში, სადაც Gen-Z-ელებთან ურთიერთობა გექნებათ, გახსოვდეთ, რომ საქმე დამოუკიდებელი პიროვნებებთან გაქვთ და მათთან ინდივიდუალური მიდგომაა აუცილებელი.

წყარო: Inc.



ალმათიდან ბათუმში – ყაზახი მარკეტერის ისტორია, ანუ თაფლაკვერების სტარტაპი „ჩიტო გვრიტო“

გვერდითი ხედვის სარკეებზე – კამერები, სალონში – ციფრული მონიტორები – ეს Lexus-ის ახალი მოდელია