ჩინეთში პირველი გენშეცვლილი ტყუპები დაიბადნენ. ჰი ძიანკუის თქმით, დებს ხელოვნურად შეცვლილი დნმ აქვთ. მეცნიერის მტკიცებით, ლულუ და ნანა რეზისტენტულები (გამძლე) იქნებიან HIV ინფექციის მიმართ.
[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=th0vnOmFltc[/embedyt]
ბავშვებში გენეტიკური კოდების რედაქტირება ჰი ძიანკუის ლაბორატორიაში მოხდა. გოგონები ინ-ვიტრო განაყოფიერებით დაიბადნენ. ჩინელი მეცნიერი ამბობს, რომ ექსპერიმენტი შვიდ სხვადასხვა სხეულში ჩატარდა. საბოლოოდ კი მხოლოდ ერთმა შეძლო ბოლომდე ნაყოფის შენარჩუნება. ასე დაიბადნენ ტყუპი დები, რომელებიც, არსებული ინფორმაციით, ჯანმრთელები არიან და თავს კარგად გრძნობენ.
ჰი ძიანკუი ამბობს, რომ განაყოფიერებისას გამოიყენა CRISPR-cas9, რომელსაც განსაზღვრულ გენებზე გავლენის მოხდენა ან მათი დეაქტივაცია შეუძლია. მისი მტკიცებით, ამ პროცედურით „ის კარი გააუქმა, რომლითაც ორგანიზმში HIV ხვდება“.
ჩინეთის მთავრობა, ამ საკითხზე სასწრაფო გამოძიებას იწყებს. ე.წ. გენმოდიფიცირებული ბავშვების დაბადებას, მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი მეცნიერი გამოეხმაურა. მათი თქმით, ეს კანონისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა.













