in

General Motors-ს ახალი ლოგო აქვს

კომპანია აცხადებს, რომ იგი ბრენდის იდენტობას ავითარებს

2021 წელი ისეთი კომპანიების რებრენდინგით დაიწყო, როგორიცაა Burger King და Pfizer. იმიჯის შეცვლა General Motors-მაც გადაწყვიტა – კომპანიის წარმომადგენლების თქმით ახალი ლოგო ხაზს უსვამს მის ახალ სტრატეგიას, ელექტრომობილზე (EV) ორიენტირებას.

1964 წლის შემდეგ ეს კომპანიის მიერ განხორციელებული პირველი რედიზაინია. თანაც, შრიფტისა და ლოგოს შექმნაზე უშუალოდ General Motors-ის დიზაინერებმა იზრუნეს.

“ისტორიაში არის მომენტები, როდესაც ყველაფერი იცვლება. ჩვენ გვჯერა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – ელექტრონული მანქანების მასობრივი გავრცელება, სწორედ ჩვენი ვალდებულებაა” – დებორა უოლი, GM-ის გლობალური მარკეტინგის ხელმძღვანელი.

ბრენდები მილიონობით დოლარს ხარჯავენ სწორი და ეფექტური ლოგოს შესაქმნელად, რადგან ეს მომხმარებლების მიზიდვის ერთ-ერთი ძლიერი საშუალებაა. სწორედ მისი მეშვეობით გამოიხატება ორგანიზაციის მთავარი იდეა. General Motors-ის გადაწყვეტილებაც ახლებური ხედვის ჩამოყალიბებას უკავშირდება – “GM გარდაქმნის საკუთარ თავს, რათა შექმნას ხედვა, რომელიც სამყაროს აქცევს ადგილად, სადაც ავარიებისა და გამონაბოლქვის ნულოვანი მაჩვენებელია” – აცხადებენ GM-ის წარმომადგენლები.

ლურჯ კვადრატში მოქცეული GM ნელ-ნელა განიცდის გრადაციას და იღებს მსუბუქ ლურჯ ლითონის ფერს – როგორც სუფთა, გამონაბოლქვისგან დაცლილი მომავალი.

General Motors-ის ახალ დიზაინს თან ახლავს კამპანია, სახელწოდებით “Everybody In”, რომელიც კომპანიის EV მომავლის ოპტიმისტურ და ინკლუზიურ ტონს ქმნის. მასში მთავარ როლებს ასრულებენ მალკოლმ გლადუელი, სერფინგისა და ზვიგენების თავდასხმისგან გადარჩენილი ბეთანი ჰამილტონი, ფიტნეს ინსტრუქტორი კოდი რიგსბი და მოთამაშე ერინ საიმონი.

ბექჰემმა სასამართლო დავა წააგო და საკუთარი კლუბისთვის სახელის შეცვლა მოუწევს

ეროვნულ ბანკში სამაგისტრო კვლევითი თემის კონკურსი ცხადდება