in

General Motors ეკრანების თვითმწმენდ ტექნოლოგიას წარმოგვიდგენს

თვითმწმენდი ტექნოლოგია ამჯერად ის არის, რაზეც General Motors საუბრობს. უკვე  პატენტსაც კი გვთავაზობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე მომხმარებლები ეკრანებზე შემაწუხებელ თითის ანაბეჭდებს ვეღარ დაინახავენ. ეს ფოტოკატალისტური სისტემაა, რომელიც RGB მატრიცაში ჩაშენებული ულტრაიისფერი LED-ებით არის გამოწვეული. 

მართალია, ყველაფერი შედარებით მარტივად ჟღერს, მაგრამ ეკრანის მიღმა, ის ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელებას მოითხოვს. მაშინ, როცა ეკრანების უმეტესობა განსხვავებული ინტენსივობით იყენებს წითელს, მწვანესა და ლურჯ LED-ებს, რათა მთლიანი ფერთა პალიტრა შექმნას, GM-ს დიზაინი მატრიცას მეოთხე პიქსელსაც ამატებს, რომელიც ულტრაიისფერი ტალღის სიგრძეზე უხილავია. 

ეკრანის ზედაპირზე სრულიად გამჭვირვალე შრე იქნება, რომელიც მეტალის ოქსიდზე დაფუძნებულ ფოტოკატალიზატორს ეფუძნება. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, ტიტანის დიოქსიდს, რომელსაც ადრე თვითმწმენდ მზის პანელებსა თუ სხვა აპლიკაციებში იყენებდნენ… 

ულტრაიისფერი სხივების გააქტიურებას გარკვეული პროცესები მოსდევს, რაც შემდგომში წყლის ეკრანის ზედაპირზე მოხვედრას იწვევს და ზედაპირზე არსებულ ორგანულ მასალებს ანადგურებს. ამგვარად, იგი ნელა ასუფთავებს ეკრანს. ხოლო, როცა ულტრაიისფერი სხივები აღარ მოქმედებს, ზედაპირი კვლავ წყალგამძლე ხდება, ტენს წვეთებად აქცევს და ზედაპირიდან აქრობს. 

მართალია, ეს ყველაფერი საკმაოდ კარგად ჟღერს, განსაკუთრებით თვითმწმენდი ფანჯრებისა და მზის პანელების შემთხვევაში, რომლებიც მზეზე მთელი დღის მანძილზეა, მაგრამ ფიქრობენ, რომ ეს არც ისე კარგი იქნება მანქანების ეკრანების შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, GM-ს იდეა კონტროლირებადი სისტემის შექმნას ეფუძნება, რომელიც თვითწმენდის პროცესის დაწყებას ნებისმიერ დროს შეძლებს. როგორც ამბობენ, კონკრეტული რეჟიმებიც აქვს, შეგიძლიათ სულ ჩართული გქონდეთ ან მხოლოდ ღამით, რამდენიმე საათის განმავლობაში. 

რაც უნდა იყოს, ჯერ მაინც პატენტია, რომლის გამოყენებას კომპიუტერებზე, ტელეფონებზე, ტელევიზორებსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე გვთავაზობენ და როგორადაც არ უნდა აფასებდნენ სხვები, მაინც საინტერესოა, რას შემოგვთავაზებენ ისინი საბოლოოდ… 

საერთაშორისო განათლების გამოფენა „სწავლა საზღვარგარეთ ტოპ უნივერსიტეტებში, კოლეჯებსა და საზაფხულო სკოლებში“

მეცნიერებმა 200%-იანი ეფექტურობის მქონე სინათლის სენსორი შექმნეს