ქართველი ელექტრო მუსიკის პროდიუსერი, გიორგი ჯინჭარაძე იგივე Generali Minerali ახალ ალბომს „Without Parties“ აქვეყნებს. ალბომი მუსიკოსის სხვადასხვა აქამდე გამოუქვეყნებელ ტრეკს აერთიანებს და ჰაუს, ბრეიქბიტ და ელექტრო სტილებს აკავშირებს. ალბომი სახელი კი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, წვეულებების გარეშე დარჩენილ ქალაქზეა ალეგორია.