in

როგორია ალფა თაობის კარიერული არჩევანი?

მარკეტერები და რეკლამის განმთავსებლები ჯერ კიდევ ზეტ თაობის სურვილების ბოლომდე გარკვევას ცდილობენ… თუმცა ბაზრის კვლევის ფირმები უკვე ალფა თაობაზე არიან ორიენტირებულნი — ანუ 2010 ან უფრო გვიან დაბადებულებზე. YouTube-ის შოუმ, Ellie Sparkles Show, რომელიც ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, ხუთიდან რვა წლამდე 1000 ბავშვი გამოჰკითხა იმის გასაგებად, თუ რისი ცოდნა და რომელი პროფესიის დაუფლება სურთ.

აი, რა აღმოაჩინა გამოკითხვამ:

  • მათ სურთ, იყვნენ მკურნალები: ალფა თაობამ უკვე გააცნობიერა, რომ მათ უნდა გააძლიერონ და გააუმჯობესონ ყველაზე მოთხოვნადი ინდუსტრიები. კვლევის მიხედვით, 26,2%-ს უნდა, იყოს ექიმი, მედდა ან ჯანდაცვის მუშაკი, ხოლო 16,5%-ის სურვილია, იყოს მასწავლებელი.
  • ტიკტოკერი, იუთუბერი და ვლოგერი (12%) მეოთხე ყველაზე პოპულარული კარიერული არჩევანი იყო. ამავდროულად, 5,6%-ს სურს, ინფლუენსერი გამხდარიყო, ხოლო 3,3%  პროფესიონალ გეიმერობას აპირებს.
  • ამასთან, 73%-ს უნდა, არჩევანი გააკეთო სახლიდან და ოფისიდან მუშაობას შორის. საშუალოდ, მათ სურდათ ხუთსაათიანი სამუშაო დღე და ოთხდღიანი სამუშაო კვირა.
  • საგულისხმოა რეგიონული განსხვავებები: ნიუ მექსიკოში ყველაზე პოპულარული არჩევანი იყო ჯაშუშობა ან დეტექტივობა. კანზასში — პროფესიონალი გეიმერობა, აიოვაში კი უმეტესობამ განაცხადა, რომ საერთოდ არ სჭირდებათ სამსახური.

მთლიანობაში, ალფა თაობის ძირითადი სურვილი სხვების დახმარება და გართობაა: 35%-მა თქვა, რომ სამუშაოს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება სხვების დახმარება, ხოლო 28%-ისთვის მთავარი პრიორიტეტი გართობაა.

როგორ ეხმარება გლობალური კამპანია She’s Next, Empowered by Visa ქართველ ქალ ანტრეპრენერებს განვითარებაში?

დეფექტების აღმოჩენის გამო Audi-მ და Volkswagen-მა მანქანები გაიწვიეს