სულ ცოტა დრო დარჩა Indiana Jones-ისა და Dial of Destiny-ის გამოშვებამდე. გავრცელებული ცნობების მიხედვით, ფილმს 25-წუთიანი ინტრო ექნება, რომელშიც მოქმედება 1944 წელს ვითარდება. მთავარ როლს კი ჰარისონ ფორდი შეასრულებს, ოღონდ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ახალგაზრდა ვერსიით. მართალია, ჯერ არ ვიცით, ამას როგორი შედეგი ექნება, მაგრამ სიახლე ნამდვილად შთამბეჭდავად ჟღერს.
სხვადასხვა ფილმში AI-ის გამოყენების მარცხის შემდეგ, ახლა პროდიუსერები თითქოს დარწმუნებულნი არიან, რომ ამგვარად აუდიტორიას გააოცებენ. ასეა თუ ისე, ფილმმა, შესაძლოა, გვაჩვენოს, როგორი იქნება ჩვენი მომავალი, როგორ შეერწყმება ერთმანეთს ფანტასტიკა და რეალობა…
თუმცა აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ის ამბები, რომლებიც ხელოვნურმა ინტელექტმა ამ კვირაში დაატრიალა: Apple-ის შთამბეჭდავად მანათობელი AI, ახალი AI სინთეზატორი და პირველი კომერციული 100%-ით AI-ს მიერ შექმნილი პროდუქტი.
კონკრეტულად კი Apple FaceLit-ს გვთავაზობს და რთულია, იმის დაჯერება, რომ ჩვენ მას ეფლის მოწყობილობებზე რამდენიმე თვეში ვიხილავთ. როგორც ამბობენ, ტექნოლოგიას 3D პორტრეტის შექმნა შეუძლია თქვენი კადრიდან ისე, რომ თავად მოახერხოთ კუთხისა და განათების შერჩევა. თითქოს SwitchLight-ს ჰგავს, მაგრამ ეს პოტენციურად მეტად გავლენიანი უნდა იყოს, რადგან ეფლის მომხმარებლებს თავიანთ მოწყობილობებში ექნებათ.
რაც შეეხება BARK-ს, მისი AI ხმა ნამდვილად მოგხიბლავთ. აქ სიცილი, სუნთქვა და სხვა ყველაფერი წარმოუდგენლად დამაჯერებლად ჟღერს — ისე, თითქოს, უკვე ადამიანის ხმის სრულყოფაც მოახერხეს. თუ არ გჯერათ, თავადვე შეგიძლიათ სცადოთ და დააინსტალიროთ ამ ლინკის დახმარებით. ხოლო, თუ არსად გეჩქარებათ, რამდენიმე კვირა დაელოდეთ და იგი თქვენს ტელეფონში აღმოჩნდება.
დაბოლოს, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი პიცის რეკლამა:
რეკლამა Redditor Pizzalater-მა შექმნა, GPT4-მა მისთვის ტექსტები შეადგინა, MidJourney-მ სურათებზე აიღო პასუხისმგებლობა, ხმაზე Eleven Labs-მა იმუშავა, მუსიკა Soundraw AI Music-მა შემოგვთავაზა და Runway Gen-2-მა უშუალოდ ვიდეოზე იმუშავა… რას ფიქრობთ, როგორი იქნება ჩვენი მომავალი AI-ს ეპოქაში?