in

რა შედეგს მოუტანს Meta-ს გენერაციული AI-ის დანერგვა?

Meta-მ სულ ახლახან განაცხადა ბიზნეს მოდელში გენერაციული AI-ის დანერგვის გეგმების შესახებ. ეს ამბავი ნაკლებად გასაკვირი უნდა იყოს, რადგან უკვე მრავალი წელია, რაც კონკრეტულ საკითხს იკვლევს და მის განვითარებაზეც მუშაობს… მართალია, გენერაციულ AI-ს ძიების ინდუსტრიაში აქვს პოტენციალი, მაგრამ საქმე სულ სხვაგვარადაა მეტას შემთხვევაში — ჯერ კიდევ გაურკვეველია, რამდენად მოჰყვება ამ ტექნოლოგიის დანერგვას დადებითი შედეგი…

რას ნიშნავს Meta-ს გენერაციული AI სერვისები ბრენდებისთვის?

ბრენდებს გარკვეულ წინააღმდეგობებთან უწევთ გამკლავება იმისათვის, რომ Facebook-ზე, Meta-ს მთავარ სოციალურ მედია პლატფორმაზე წარმატებული რეკლამის განმთავსებლები იყვნენ. მათგან 2 კი, რაშიც მონაცემების დანაკარგი და iOS14-დან შედეგებზე დაკვირვება იგულისხმება, ნამდვილად არ გადაიჭრება გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სარეკლამო სივრცეში ჩართვით…

თუმცა ამან დადებითაც შეიძლება იმოქმედოს პატარა და საშუალო ბიზნესებზე, რომელთაც უჭირთ საკმარისი რესურსის პოვნა ფოტოების, ვიდეოებისა თუ ქოფის დასატესტად… მათ აუქციონებში ჩართვაში კრეატიული შეზღუდვები აღარ შეუშლით ხელს, რაც საკმაოდ კარგი ამბავია იმ ბიზნესებისთვის, რომლებსაც რეკლამებში გადახდის სურვილი აქვთ.

რა სარგებელს მოუტანს გენერაციული AI-ს დანერგვა Meta-ს?

კონკურენციის ზრდასთან ერთად Facebook-ის სარეკლამო შემოსავლებიც უნდა გაიზარდოს, თუმცა გენერაციული AI-ის დანერგვას შემოსავლების მხოლოდ 10-20%-ით ზრდას უწინასწარმეტყველებენ… ეს კი მეტას ტრანფორმაციულ ცვლილებას ნამდვილად არ მოუტანს. უფრო მეტად ფიქრობენ, რომ აუქციონში ბევრი ბრენდის შესვლის პარალელურად, ბრენდები, რომლებიც Facebook-ზე რეკლამირებას ამჟამადაც მიმართავენ, გენერაციული AI-ს ფუნქციებით ექსპერიმენტებს დაიწყებენ.

მოკლედ რომ ვთქვათ, Facebook-ის რეკლამირების ძირითადი სურათი ახლო მომავალში არ შეიცვლება. გენერაციული AI ვერც TikTok-ის ახალგაზრდა მომხმარებლებს მოიზიდავს… თუმცა კომპანიას მეტავერსის განვითარებაში ნამდვილად დაეხმარება. სწრაფი და ბიუჯეტური ინჟინერია მეტას ხედვასა და კრეატიულობასთან რომ გავაერთიანოთ, ამან, შესაძლოა, მომხმარებლებს უკეთესი მიზეზი მისცეს მეტავერსში ჩასართავად…

დაბოლოს, ექსპერტები ფიქრობენ, რომ მეტას მიერ გენერაციული AI-ის დანერგვა კომპანიას უფრო მეტად ეფექტურობის გაუმჯობესებაში დაეხმარება და არა, ზრდაში. შესაძლოა, ასე მომხმარებლებისგან მეტი შემოსავალიც მიიღონ, მაგრამ მსგავსი სიტუაცია არ გვექნება თავად მეტას შემთხვევაში… იმასაც კი ამბობენ, რომ Google და Microsoft მოწინავე ადგილებს დაიკავებენ და სწორედ აქ უნდა ველოდოთ რეალურ ცვლილებებს…

შეიძინე თიბისის განვადებით ველიზე და მიიღე 50₾ ვაუჩერი საჩუქრად

MAN-ის ევროპული ტური და FOX AWARD-ის კონკურსის ოქროს ჯილდო