in

როგორ იყენებს AI-ს მსოფლიოს 7 წამყვანი სარეკლამო სააგენტო?

მართალია, AI უკვე ყველგან გვხვდება, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ბევრმა არც კი იცის, რეალურად, როგორ გამოიყენოს იგი… განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს ეხება. ბუნებრივია, აქ ხელოვნური ინტელექტის იმ გზით გამოყენებას ვგულისხმობთ, რომელიც პროდუქტიული, უსაფრთხო და სხვებისგან გამორჩეული იქნება. 

მარკეტინგულ ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ამჟამინდელ მდგომარეობაზე უკეთესი წარმოდგენა რომ გვქონოდა, მსოფლიოს 7 წამყვან სააგენტოს ერთი კითხვა დაუსვეს — როგორ იყენებთ AI-ს იმ მიზნით, რომ თქვენს თანამშრომლებსა და მომხმარებლებს მოემსახუროთ?

VMLY&R:

აქამდე AI ინჟინრებსა და მონაცემთა მეცნიერებს მოითხოვდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ChatGPT, Midjourney და სხვა მოდელები გამოჩნდა, ბარიერები დრამატულად შემცირდა. ამგვარად, ჩვენ მომმხარებლებთან ერთად მისი დროდადრო გამოყენებიდან იმის განსაზღვრისკენ გადავინაცვლეთ, თუ მუშაობის რომელ ასპექტებში შეგვეძლო AI-ის ინტეგრირება. როგორც სააგენტოს, ხელოვნური ინტელექტის პოტენციალის რაც შეიძლება უსაფრთხოდ გამოყენება გვსურს. ეს მოიცავს:

  • პასუხისმგებლიან AI მეთოდოლოგიებს: ჩარჩოები რისკების შესამცირებლად, დარწმუნება იმაში, რომ AI-ის გამოყენების ახსნა შეგვიძლია;
  • განათლება და ტრენინგი: ვეხმარებით გუნდებსა და მომხმარებლებს გაიაზრონ, რაც შესაძლებელია და ვუხსნით, როგორ გამოიყენონ AI ხელსაწყოები თუ პლატფორმები;
  • AI კამპანიები და გამოცდილებები მომხმარებლებისთვის.

დღეს არსებული ლანდშაფტი სწრაფად იცვლება, ამიტომ ჩვენი სტრატეგიების, პრიორიტეტებისა და პარტნიოორების შეფასებას კვლავ გავაგრძელებთ.

Code and Theory:

ჩვენს შემთხვევაში მომხმარებლებთან AI-ის გამოყენების ზოგიერთი შემთხვევა მოიცავს:

  • გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ილუსტრაციების ძრავის დანერგვა ელექტრონული ვაჭრობის მომხმარებლისთვის, რათა მუდმივად განახლდეს მათი ვებგვერდი ახალი აქტივებით, შექმნას დინამიკური და მაღალი ჩართულობის მქონე მომხმარებელთა გამოცდილება;
  • ფინანსური კომპანიისთვის კვლევის დიდი ენობრივი მოდელის შექმნა, რათა მონაცემები მანამდე არნახული ტრენდების გამოსავლენად გამოიყენოს;
  • გამომქვეყნებელთან კოლაბორაციისთვის, რათა წარმოვიდგინოთ AI-ით აღჭურვილი ახალი ამბების ოთახი. გენერაციული AI-ით მათ შეუძლიათ, ახალი ამბების ციკლი დააჩქარონ, ახალი კონტენტის ფორმატები გამოიკვლიონ, შექმნან მორგებული კონტენტი, შემოგთავაზოთ მონეტიზაციის ახალი შესაძლებლობები და ამბების გამოცდილების პერსონალიზების საშუალება მოგცეთ. 

ისეთ AI მოდელებს, როგორებიცაა ChatGPT და Bard, მრავალი რამისთვის ვიყენებთ — ქოფირაითინგისთვის, კვლევის წყაროებისა და SEO-სთვის, ჩვენი სტრატეგიისა და კვლევის გუნდებისთვის, რათა ამ მოდელებით მომხმარებელთა ბრენდის პერსონაჟების მიბაძვა შევძლოთ. 

Havas New York:

ჩვენ ითამაშე, არ გამოაქვეყნო მიდგომა ავირჩიეთ, რაც თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, თავისუფლად გამოიკვლიონ AI-ის ძლიერი და სუსტი მხარეები. რადგანაც ეს ახალი ტექნოლოგიაა, ექსპერიმენტებს ვუჭერთ მხარს. ჩვენი კრეატორები სააგენტოს სხვა წევრებს რჩევებსა და ხრიკებს უზიარებენ, რათა ყველას დაეხმარონ პლატფორმისგან მაქსიმალური სარგებლის მიღებაში. იმის გამო, რომ ხან ხელოვნური ინტელექტი არასწორ ტექსტებს გვაწვდის, საკმაოდ ფრთხილად ვართ და არ ვუჯერებთ ყველაფერს, რასაც ChatGPT გვეუბნება. იმისაც გვწამს, რომ AI ვერასდროს ჩაანაცვლებს ადამიანურ გამოცდილებებს.

WPP:

ხელოვნური ინტელექტი უკვე ჩვენი ფუნდამენტური ნაწილი გახდა, დაწყებული სამუშაო ნაკადების ავტომატიზაციით, გაგრძელებული იდეების დაჩქარებითა და ისეთი მომხმარებლებისთვის მუშაობით, როგორებიცაა Nike, Nestlé, HSBC და Mondelēz’s Cadbury’s.

თუმცა ხელოვნური ინტელექტის პოტენციური რისკების გაცნობიერებით, AI-ის ეთიკურად გამოყენებისთვის შესაბამისი ზომები მივიღეთ. კომპანიის მასშტაბით პრინციპები, სახელმძღვანელო წესები და ლეგალური რჩევები შემოვიღეთ, რათა დავხმარებოდით ჩვენს თანამშრომლებსა და მომხმარებლებს იმ პოტენციური რისკების თავიდან არიდებაში, რომლებიც AI-მ შეიძლება შემოგვთავაზოს, მიკერძოებებისა და არასწორი ინფორმაციების ჩათვლით. 

AI-ს ადამიანის შემოქმედებითობის გამაძლიერებლად ვხედავთ და არა, მის ჩამნაცვლებლად. კომპანია უზრუნველყოფს, რომ თანამშრომლები თანამედროვე მარკეტინგისთვის შესაბამისი უნარებით იყვნენ აღჭურვილნი, რაც AI კომპეტენციებსაც მოიცავს. 

TBWA:

ხელოვნური ინტელექტი ბიზნეს ოპერაციებსა და ჩვენს შემოქმედებით პროცესში ჩავრთეთ. აი, როცა საქმე გენერაციულ AI-ს ეხება, მართალია, ძალიან საინტერესოა ჩვენთვის, მაგრამ თითოეულ ნაბიჯს კარგად ვზომავთ ტექნოლოგიების განვითარების ტემპის გათვალისწინებით. ჩვენი პრიორიტეტი უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფაა…

ახლა კვლევის, განვითარებისა და ექსპერიმენტების ფაზაში ვართ. ჩვენ შევქმენით საგანმანათლებლო რესურსები, პრაქტიკული ინსტრუმენტების ნაკრები და მუშაობის ახალი გზები, ჩვენი გლობალური ინოვაციების პრაქტიკის მეშვეობით. ახლა კი იმაზე ვართ ფოკუსირებული, თუ როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ჩვენი მომხმარებლებისთვის მეტი ღირებულების შესათავაზებლად. 2 ან 3 წლის შემდეგ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ის გავლენა, რომელიც გენერაციულ AI-ს ბრენდის გამოცდილებაზე ექნება და ის, თუ როგორ შემოგვთავაზებს ტექნოლოგიები ადამიანების ბრენდებთან ინტერაქციის რევოლუციას. 

McCann Worldgroup:

AI-ს ადამიანთა შემოქმედებითობის თანამგზავრად ვხედავთ, რომელიც აძლიერებს ჩვენს შესაძლებლობებს. საშუალებას გვაძლევს, ხელახლა წარმოვიდგინოთ ახალი პროდუქტები და მომსახურებები ტექნოლოგიური რევოლუციის ეპოქაში. ჩვენ თანამშრომლებისთვის AI ინფორმაციების მიწოდებაზეც ვზრუნავთ, რათა მისი ეთიკური, პასუხისმგებლიანი და ინკლუზიური გამოყენება წავახალისოთ. ამასთან, არსებულ გამოცდილებას მომხმარებლებსაც ვუზიარებთ ტრენინგებისა თუ საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით. მოკლედ რომ ვთქვათ, AI პერსონალიზებული გამოცდილების შექმნაში დაგვეხმარება…

Huge:

ჩვენი სააგენტო AI სტრატეგიას ბოლო 2 წელია, ავითარებს. ამ დროის განმავლობაში აღმოვაჩინეთ, რომ ტექნოლოგია ინდუსტრიაში იგივე რაღაცებს აკეთებს, ოღონდ უფრო სწრაფად და იაფად. AI-ს ვუყურებთ, როგორც ხელსაწყოს, რომელსაც შეუძლია, დაგვეხმაროს სრულიად ახალი, კრეატიული ზრდის შესაძლებლობის პოვნაში როგორც ჩვენთვის, ისე იმ კომპანიებისთვის, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ. 

ამის გათვალისწინებით, ჩვენ ჩავუშვით Huge Living Intelligence Value Engine (LIVE), რომელიც უამრავი წყაროდან მილიონობით მონაცემს აანალიზებს, რათა ნათელი მოჰფინოს ფარულ ტრენდებსა და რეალური დროის ინსაითებს.

ამჯერად Huge AI-ს შემოქმედებითი აზროვნების გასაძლიერებლად იყენებს და არა, შემოქმედებითი შედეგების გენერირებისთვის. ამ ტექნოლოგიის სწრაფად განვითარებადი ბუნება პოტენციურ სოციალურ გავლენასა და სამართლებრივ ლანდშაფტთან ერთად აუცილებელს ხდის, რომ მის გამოყენებას მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ. სწორედ ამიტომ ვაწესებთ მკაფიო პარამეტრებს, როდის და როგორ გამოვიყენოთ გენერაციული AI და ჩვენს მომხმარებლებს ყოველ ნაბიჯზე ვაწვდით ინფორმაციას. 

LaLiga-მ ახალი ლოგო და ვიზუალური იდენტობა წარადგინა

როგორია Infiniti-ს განახლებული, მეოთხე თაობის ლოგო